ფეხის წვერებზე მოტანილი მაკა ჯაიანის სამყარო

50
SHARE

მაკა ჯაიანს ქართველი მკითხველი სხვა ამპლუაში იცნობს – წლების მანძილზე ის სხვადასხვა ქართულ გაზეთში საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე წერდა და სოციალური თემატიკის სტატიებისთვის არაერთი ჯილდოც დაუმსახურებია. ლექსებს რომ წერდა, მხოლოდ მისი ახლობლების წრემ იცოდა და მხოლოდ ახლა, როგორც თავად ამბობს, „გაბედა”, სხვადასხვა წლებში დაწერილი ლექსები ერთ კრებულად შეკრა და პოეზიის მოყვარულებს შესთავაზა.
მაკა ჯაიანის ლექსების კრებულის „შაქარყინულის” პრეზენტაცია პეკინის #31-ში, თბილისის 33-ე ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც წლების მანძილზე ლიტერატურული კაფე „წიგნის სახლიც” იყო განთავსებული. ავტორმა სტუმრებს კრებულიდან რამდენიმე ლექსიც წაუკითხა.
მაკა ჯაიანის ლექსებს რომ გაეცნოთ, მისი კრებული უნდა წაიკითხოთ, რომლისგან მიღებულ შთაბეჭდილებასაც პოეტი ცირა ბარბაქაძე შემდეგი სიტყვებით აღწერს:
„…შეხება ამ წიგნთან სკივრიდან საუცხოო საგნების ამოლაგებას ჰგავს, თითოეულს რომ განსხვავებული ფორმა და ემოცია მოჰყვება… საგულდაგულოდ შენახული, სათუთად აბრეშუმში გამოხვეული საგნები გახსნისას მოლოდინს გიმძაფრებს და გიმართლებს”.
R

FB კომენტარები

კომენტარი