“ფეხები გამოვწიე ტანისკენ, რომ არ მოეჭამათ” – თბილისში ახალგაზრდა ქალს ქუჩის 6 ძაღლი თავს დაესხა

214
SHARE

“ჯეპრას” უფროსი კონსულტანტი, ქეთევან გალუმაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, როგორ გადაურჩა 6 მაწანწალა ძაღლის თავდასხმას.

„პოსტი“ იმის შესახებ, თუ როგორ გადავრჩი.. 6 ძაღლი და მე

გუშინდელი ჩემი საგანგაშო შეტყობინების შესახებ.. ვისაც ვერ გაგეცით დროულად პასუხი მიღებული ემოციური შოკის გამო.

ახლა კარგად ვარ, ცოტა ჩახლეჩილი ხმა რომ არ მქონდეს, დაცემისგან დაბეჟილი და დალურჯებული საჯდომი და უმნიშვნელო ნაკაცრი მარჯვენა იდაყვზე . ხო და კიდევ – საკმარისად შეშინებულიც.

გუშინ საღამოს სახლში დაბრუნებულს საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან საშინლად აგრესიული ჩასაფრებული ძაღლების ხროვა დამედევნა,. ხელში პროდუქტები და “გრილის” უშველებელი ყუთი მეჭირა. ზურგით სპეციალურად არ დავუდექი (გამიგია, “უკნიდან” იციან შემოხტომა, თან – არ უნდა გაიქცე ამ დროსო) და უკანსვლით მივდიოდი სადარბაზოსკენ. ამ დროს ვუყვიროდი და ძალიან ახლოს რომ მორბოდნენ, „გრილის“ დიდი ყუთით ვიგერიებდი. როცა მივხვდი, რომ საშველი არ იყო, ასე უკან უკან სიარულისას ეს ყუთი წინ დავუგდე შესაშინებლად. მაინც არ ჩერდებოდნენ და წამაქციეს კიდეც. ერთი რაც მოვასწარი, ყუთს ფეხი მივკარი და ფეხები გამოვწიე ტანისკენ, რომ არ მოეჭამათ. ისეთი ხმით ვკიოდი, ძაღლების ამაზრზენი ყეფაც კი აღარ მესმოდა. ძაღლები არ მეშვებოდნენ მაინც და ჩემკენ იწევდნენ. ყუთს რომ დაახტნენ, აი, აქ უკვე აღარაფერი მახსოვს.. შიშისგან თვალები დავხუჭე. წამიერად გავითიშე..

ბედად, რაღაც მანქანამ აიარა და ძაღლებიც აღარ დამინახავს, მხოლოდ განგმირავი ყეფის ხმა მესმოდა.

ვზივარ (უფრო სწორად ვერ ვზივარ, ყველაფერი მტკივა) სახლში და ვიღებ მოკითხვის ზარებსა და დამშვიდებებს.

მადლობა ყველას, ვინც “პოსტს” გამოეხმაურა, დამირეკა, მადლობა ჩემს მეზობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს.

მადლობა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, პიარს – ნატას და სამსახურის უფროსს სოფიას ყურადღებისთვის, გულისხმიერებისა და ოპერატიულობისთვის.

ეკიპაჟის ბიჭები გუშინ ღამე და დღესაც იყვნენ მოსულები ადგილზე. ჯერჯერობით, ძაღლები ვერ ვიპოვეთ, რადგან მიმალულები არიან. მაგრამ დღეს საღამოს ნამდვილად „აგებენ პასუხს“

დიდი მადლობა ყველას!

მოვლენების განვითარებას შეგატყობინებთ”,- წერს ქეთევან გალუმაშვილი სოცქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი