“ფეხები არ მოჭამოთ” – ზურა ბალანჩივაძე მეგობრის გეი-ქორწინებაზე

408
SHARE

„ლგბტ საქართველოს“ თანადამფუძნებელი დავით შუბლაძე ამერიკელ მამაკაცზე დაქორწინდა, რასაც საზოგადოების მხრიდან, აჟიოტაჟი და გაღიზიანება მოჰყვა, თუმცა წყვილმა ბევრი მილოცვაც მიიღო.
დავით შუბლაძის მეგობარი ლექტორი, ფოტოგრაფი და „ნიჭიერის“ მონაწილე ზურა ბალანჩივაძე (ზურიუსი) მისი მეგობრის ქორწინების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე სოციალურ ქსელში წერს:
„ამდენი ფსიქოლოგიური ნებისყოფა და პიროვნული ძალა ერთ ადამიანში იშვიათად მინახავს. დათო ჩემი მეგობარია და ჩვენთან, “ყველაზე კაცთმოყვარე და სტუმართმოყვარე ერში”, იმდენი დამცირება შეხვდა, ყველას გაშოროთ ასეთი ზიზღი.
ამერიკაში ორი წლის წინ გავაცილეთ. ყველაფერი აბსოლუტურად ნულიდან დაიწყო. სრულიად მარტომ და სრულიად უცხო გარემოში. დღეს იგი არის ბედნიერი და წარმატებული და მე, როგორც მის მეგობარს, ეს ყველაზე მეტად მიხარია.
ასე რომ, გიყვარდეთ თქვენი მეგობრები, გაუგეთ მათ და დააფასეთ მათი არჩევანი. ხოლო მათ, ვისაც აქ გული გისკდებათ, რომ იქ ვიღაც ქართველობას გართმევთ, შეგახსენებთ, რომ თბილისსა და ნიუ-იორკს შორის მანძილი დაახლოებით 9000 კილომეტრია და ფეხები არ მოჭამოთ“.- წერს ლექტორი.

FB კომენტარები

კომენტარი