ფეხბურთელი ადამ ჯონსონი მოზარდთან სექსუალური ურთიერთობისთვის დააპატიმრეს

179
SHARE

“სანდერლენდის” ყოფილი ფეხბურთელის, ადამ ჯონსონისა და 15 წლის მოზარდის მესიჯები გამოქვეყნდა.

ცნობილია, რომ ინგლისის სასამართლომ WhatsAPP-ის მესიჯების გასაჯაროება კომპანია Apple-ისგან მოითხოვა.

ჯამში ჯონსონმა 15 წლის მოზარდს 900-მდე მესიჯი მისწერა, სადაც ირკვევა, რომ ფეხბურთელს გოგონასთან, მართლაც, ჰქონდა კავშირი.

როგორც იცით, ადამ ჯონსონს 16 წლამდე მოზარდთან სექსუალურ კავშირში ედება ბრალი, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიმოწერას Mirror-ი აქვეყნებს:

ადამ ჯონსონი: “მოსწავლე ხარ? ალბათ დამამათავრებელ კლასში იქნები…”

15 წლის მოზარდი: “არა, მე-10 კლასში ვარ. გამომიგზავნი შენს ხელმოწერიან მაისურს?”

ადამ ჯონსონი: “კი, გამოგიგზავნი. რომელი გინდა, ხელმოწერით, თუ ხელმოწერის გარეშე?”

15 წლის მოზარდი: “ორივე, თუ შეგიძლია”

ადამ ჯონსონი: “კი, შემიძლია ორივე გამოგიგზავნო. თამაშზე მოგცე მაისური, თუ ცალკე შეგხვდე?

15 წლის მოზარდი: “სულ ერთია. წარმატებას გისურვებ „სიტისთან“ მატჩში”

ადამ ჯონსონს პირველად 15 წლის მოზარდის ნახვა 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს სურდა, თუმცა უარი მიიღო…

ადამ ჯონსონი: “სად აპირებ დღეს ღამე წასვლას? (31 დეკემბერი)”

15 წლის მოზარდი: “მე ჯერ არ ვარ იმდენად დიდი, რომ გარეთ გავიდე ღამე”

ადამ ჯონსონი: “ჰა, ჰა, შენ გაცილებით დიდს გავხარ. როდის ხდები 16 წლის?”

15 წლის მოზარდი: “ყველა მაგას მეუბნება, არავის სჯერა, რომ 15 წლის ვარ”

ადამ ჯონსონი 15 წლის მოზარდს პირველად 17 იანვარს შეხვდა და მაისური გადასცა, ამის შემდეგ ეს მიმოწერა შედგა მათ შორის.

15 წლის მოზარდი: “მადლობა მაისურისთვის”

ადამ ჯონსონი: “ვალში ხარ ჩემთან. ვფიქრობ, 1 კოცნას მაინც ვიმსახურებდი მაისურის სანაცვლოდ”

15 წლის მოზარდი: “ჰა, ჰა, იქნება ეგეც”

ადამ ჯონსონი: “დარწმუნებული ხარ?”

15 წლის მოზარდი: “ეს იმაზეა დამოკიდებული, შენ რას გააკეთებ მომავალში”

ადამ ჯონსონი: “არ ვიცი, რას გავაკეთებ. ეს იმაზეც არის დამოკიდებული, შენ რას გააკეთებ… კოცნაზე ოდნავ მეტი?”

15 წლის მოზარდი: “მაგალითად, რა?”

ადამ ჯონსონი: “ოდნავ მეტი გრძნობა… ახლა წაშალე ჩვენი მესიჯები”.

ცნობილია, რომ ისინი ერთმანეთს 30 იანვარს შეხვდნენ, სადაც პირველად ჰქონდათ სექსუალური კავშირი. ეს ყველაფერი მანქანაში მოხდა, ერთ-ერთ ქუჩაზე. ამის შემდეგ ეს საუბარი შედგა:

ადამ ჯონსონი: “კარგი იყო, ხო? ვფიქრობ, მომავალში უფრო კარგი იქნება”

ადამ ჯონსონი: “ეს კლასიკა იყო. მხოლოდ მინდოდა, რომ შენთვის შარვალი გამეხადა”…

15 წლის მოზარდი: “მომავალში? ჰა,ჰა,ჰა”…

ცნობილია, რომ ამ მიმოწერის დროს, ადამ ჯონსონი პარალელურად საცოლეს წერდა, რომელიც მათი ახალდაბადებული შვილის ფოტოებს უგზავნიდა…

წყარო: http://goal.ge/ge

FB კომენტარები

კომენტარი