“ფეისბუქის” ოფისის საფოსტო განყოფილებაში სასიკვდილო ნივთიერება – ზარინი აღმოაჩინეს

69
SHARE

სასიკვდილო მომწამვლელი ნივთიერება, სახელწოდებით ზარინი, მენლო პარკში არსებულ “ფეისბუქის” ოფისის საფოსტო განყოფილებაში იპოვეს. აღმოჩენისთანავე, სწრაფად მოხდა თანამშრომლების ევაკუაცია.

“ჩვენ მოვახდინეთ 4 შენობის ევაკუაცია, რომელთაგან 3-მა უკვე განაგრძო ჩვეულ რეჟიმში მუშაობა”, – განაცხადა ფეისბუქის წარმომადგენელმა.

წინასწარი მონაცემებით, პაკეტში შესაძლოა, ნერვულ-პარალიტიკური მომწამვლელი ნივთიერება – ზარინი ყოფილიყო, რომელიც ადამიანის სიკვდილს იწვევს.

“დილის 11:00 საათზე ჩვენი ფოსტის ერთ-ერთ პაკეტში შეტანილი პაკეტი საეჭვოდ იქნა მიჩნეული, ევაკუირებული იქნა ოთხი შენობა, ჩავატარეთ საფუძვლიანი გამოძიება ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება. FBI და სამართალდამცველები ამ საქმეზე გამოძიებას ამ დრომდე აგრძელებენ”, – განაცხადა Facebook- ის წარმომადგენელმა, ანტონი ჰარისონმა.

FB კომენტარები

კომენტარი