ფეისბუქის ახალი ფუნქცია – როგორ დავაღწიოთ თავი მეგობრების მომაბეზრებელ პოსტებს

684
SHARE

ფეისბუქი ახალ ფუნქციას ტესტავს. Snooze – ეს იქნება ახალი შესაძლებლობა, მეგობრების მომაბეზრებელ პოსტებს, თვალი დროებით ავარიდოთ. Unfollow ფუნქციისგან განსხვავებით, Snooze-ს მეშვეობით საშუალება გვექნება, მეგობრების პოსტები, რაღაც დროის განმავლობაში დავმალოთ. ეს დრო შეიძლება, 24 საათი, ერთი კვირა ან ერთი თვე იყოს.
​მაგალითად, თუ ჩვენი მეგობარი მოგზაურობს და მისი ყოველწუთიერი განახლებები ჩვენს განწყობაზე ცუდად მოქმედებს, შეგვიძლია მისი პოსტები გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენი თაიმლაინიდან გავაქროთ.
​აღნიშნული ფუნქცია ჯგუფებსა და გვერდებზეც იმუშავებს. ამისათვის საჭიროა შევიდეთ კონკრეტული მეგობრის ან გვერდის ფეიჯზე და ღილაკი Snooze მოვნიშნოთ.

წყარო:http://1tv.ge/ge

FB კომენტარები

კომენტარი