„ფეისბუქზე სიყვარული არ გეყოფათ მარტო! ჩემი დიდი გულის ტკივილია, დედას გეფიცებით“ – გივიკო დიდია

504
SHARE

მომღერალი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში თავის გულისტკივილზე წერს:

“უმეტესობას რომ ჰკითხო, გიჟდება ისე უყვარს და ენატრება სოფელი, ბებია-ბაბუა და მიტოვებული სახლი, რომელიც წლებია არც კი უნახავს სამწუხაროდ! ფეისბუქზე სიყვარული არ გეყოფათ მარტო! ადით სოფლებში, ნუ მიატოვებთ! ახლა ვიღაც მეტყვის, დროის არ ქონის გამო ვერ ვახერხებ გივიკო. წელიწადში ერთხელ მაინც შეუძლია ადამიანს , რომ რამდენიმე დღე სოფელში გაატაროს. მე მაინც სიყვარულის ნაკლებობას ვაბრალებ, მიტოვებულ სოფლებს და დაკეტილ სახლებს, რომლებიც ნელ-ნელა ნასახლარს ემსგავსება!

პ.ს ეს არაა საიმიჯო პოსტი, ისევე როგორ სხვა დანარჩენი. ჩემი დიდი გულის ტკივილია მართლა, დედას გეფიცებით”- წერს გივიკო დიდია.

FB კომენტარები

კომენტარი