“ფეისბუქის” გატეხილი ანგარიშები „დარქნეტ“-ში იყიდება

94
SHARE

 

“ფეისბუქის” გატეხილი ანგარიშები „დარქნეტ“-ში გასაყიდად არის გატანილი. ამის შესახებ გაზეთი Independent იუწყება.
რამდენიმე დღის წინ “ფეისბუქმა” განცხადება გააკეთა, რომ მათი ქსელის უსაფრთხოების სისტემაში პრობლემებია აღმოჩენილი, რაც, თითქმის, 50 მილიონ მომხმარებელს შეეხო. კომპანიის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დამნაშავეებმა ქსელის კოდში არსებული ხარვეზით ისარგებლეს, რამაც საშუალება მისცა მათ წვდომის მარკერები მოეპარათ. ეს კი დამნაშავეებმა სოციალური ქსელის მომხმარებელთა ანგარიშებზე კონტროლის დამყარებისთვის გამოიყენეს.
გაზეთის ცნობით, მოპარული ანგარიშები „დარქნეტ“-ში იყიდება და ღირებულება 3-დან 12$-მდე მერყეობს. ყიდვა კი მხოლოდ კრიპტოვალუტის მეშვეობით არის შესაძლებელი. ისინი არალეგალურ ონლაინბაზრებზეა განთავსებული, სადაც გამოიყენება Amazon-ისა და eBay-ის მსგავსი რეიტინგების სისტემა, რათა გამყიდველების სანდოობის შემოწმება იყოს შესაძლებელი.
ამ დრომდე უცნობია, ვინ არის დამნაშავე. აღნიშნულ საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

Comments

comments