ფედერაციამ, სადაც ლანა ღვინჯილია მუშაობს, ოკუპანტი “პუტინის თასი” მოიპოვა (ვიდეო)

376
SHARE

ლანა ღვინჯილია, რომელმაც დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს საუკოპაციო ხაზთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის გარდა, საავტომობილო ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას “პოსტ-ტვ” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ფედერაციის პრეზიდენტი შოთა აფხაზავაა. ეს უკანასკნელი კი, ახლახან, 7 ოქტობერს, რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ გროზნოში, გამართულ “პუტინის თასის” გათამაშებაში, რომელსაც რამზან კადიროვიც ესწრებოდა, მონაწილეობდა.
ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე, ღონისძიების პრიზი შოთა აფხაზავამ მოიპოვა.
ლანა ღვინიჯილიასა და შოთა აფხაზავას გარდა, საავტომობილო ფედარაციის თანამშრომლები არიან “ნაციონალური ხელისუფლების” დროინდელი ცნობადი სახეები ლევან გახელაძე და ლევან თარხნიშვილი.

Comments

comments