“ფაქტია ბავშვი არის მოწამლული”, – “ლურჯი ვეშაპის” კიდევ ერთი სავარაუდო დაზარალებული

304
SHARE

გავრცელებული სახიფათო თამაში “ლურჯი ვეშაპის” კიდევ ერთი სავარაუდო დაზარალებული 14 წლის გოგონაა.
იგი უკვე მე-5 დღეა იაშვილის ბავშვთა კლინიკაში მკურნალობს. მოზარდს გუშინ, თავის ტვინის ოპერაციაც ჩაუტარდა. მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გოგონა უცნაურად იქცეოდა, ცდილობდა საკუთარი თავისთვის ზიანი მიეყენებინა, შემთხვევის დღესაც ხელზე ნაჩხვლეტები აღენიშნებოდა.
“ფიზიკურად აღენიშნება ნიშანი, ექიმებმაც მკითხეს, რა არის და არ ვიცი იმიტომ რომ წინა საღამოს არ ჰქონია – ნაჩხვლეტებია და მრგვლად აქვს თეთრი ლაქები. ბავშვი იყო ბოლო დროს დეპრესიაში, მეუბნებოდა დედიკო შენ რამე ხომ არ მოგივა და დაგემართება. ბოლო 3 დღე ფანჯრებს კეტავდა მეშინიაო”,- ამბობს გოგონას დედა.
ნეიროქირურგი გიორგი გეგიას განცხადებით, მოზარდს მიზანმიმართული დაზიანებების ნიშნები არ აქვს.
“ტარდება ყველანაირი მკურნალობა, იმისათვის. რომ შევინარჩუნოთ ყველა სასიცოცხლო პარამეტრი. მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ხელზე აღენიშნება ტრავმის ნიშნები. როგორც ამბობენ გარკვეული დროის წინაც მიიღო ტრავმა. მიზანმიმართული დაზიანებისა და მოწამვლის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია”,- განაცხადა გიორგი გეგიამ.
როგორც 14 წლის მოზარდის მამა ამბობს, გოგონა სახლში უეცრად გახდა ცუდად.
“ვიღაცას ემესიჯებოდა, შევიდა სახლში, ტელეფონი შეაერთა დასატენად, დაწვა და წამოუვიდა პირიდან დუჟი. მე არ ვიცი ვინ მოწამლა, რას ერჩოდნენ ცემს შვილს, მაგრამ ფაქტია რომ ბავშვი არის მოწამლული”,- აღნიშნა მოზარდის მამამ.
“ლურჯი ვეშაპის” თამაშს უკავშირებს მოზარდის უცნაურ ქცევას მისი დეიდაც. იგი ვარაუდობს, რომ გოგონა ნელ-ნელა ასრულებდა დავალებებს, რათა სუიციდი გაემარტივებინა.
“ეს ბავშვი, ალბათ, ასრულებდა დავალებებს, რომ ნელ-ნელა შეჩვეოდა ტკივილს, რომ სუიციდი არ გასჭირვებოდა,”- აღნიშნა 14 წლის მოზარდის დეიდამ.

FB კომენტარები

კომენტარი