ფარშირებული ყაბაყი არაჟნისა და ტომატის სოუსით

117
SHARE

ინგრედიენტები: ყაბაყი – 1 ცალი, ფარში – 300 გრ, რძე – 200 მლ, ფუნთუშა -1 ცალი, ტომატის სოუსი – 300 გრ, არაჟანი – 300 გრ, მწვანილი, მარილი, წიწაკა.

მომზადების წესი: ფუნთუშა რძეში დავალბოთ, ფარშს შევურიოთ და დავამარილოთ. ყაბაყი მრგვალად დავჭრათ, შემდეგ გული ამოვაჭრათ. ტომატის სოუსი და არაჟანი შევურიოთ. ფორმაში მიღებული სოუსი ჩავასხათ და ზემოდან ყაბაყი მოვათავსოთ. ფარშისგან ბურთები გავაკეთოთ და ყაბაყში მოვათასვოთ. შემდეგ ღუმელში 180 გრადუსზე 35-40 წუთით მოვათავსოთ. ბოლოს მწვანილი წვრილად დავჭრათ და მზა კერძს ზემოდან მოვაყაროთ.

FB კომენტარები

კომენტარი