ფარშირებული კვერცხი

279
SHARE


ინგრედიეტები:
კვერცხი (მოხარშული) – 5 ცალი,
ავოკადო – 1 ცალი,
მაიონეზი, კამა – გემოვნებით,
ბულგარული – წითელი და ყვითელი – 1 ცალი,
მარილი, პილპილის მარცვლები.


მომზადების წესი: კვერცხი ორად გავყოთ და გული ამოვაცალოთ. კვერცხის გული კი ცალკე თასში მოვათავსოთ და ჩანგლით ავზილოთ. ავოკადო გავცქვნათ, რბილობი ჩანგლით დავსრისოთ. შემდეგ კვერცხის გული და ავოკადო ერთმანეთში შევურიოთ, წვრილად დაჭრილი მწვანილი მოვაყაროთ და მაიონეზი მოვასხათ. კვერცხს გულში მოვათავსოთ მიღებული მასა და კვერცხები შევაერთოთ. წითელი ბულგარულისგან ნისკარტი და ბიბილო ამოვჭრათ. ხოლო ყვითლისგან – ფრთები და კუდი. პილპილის მარცველებით კი თვალები გავუკეთოთ.

FB კომენტარები

კომენტარი