ფარშირებული კვერცხი ბრინზითა და კიტრით

60
SHARE

 

ინგრედიენტები:
კვერცხი – 6 ცალი,
ბრინზა – 100 გრ.
კიტრი – 2 ცალი,
ნიორი – 2 კბილი,
ქინძი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: კვერცხი მოვხარშოთ, შუაზე გავჭრათ და გული ამოვაცალოთ. ნიორი დავჭყლიტოთ, ქინძი წვრილად დავჭრათ და კვერცხის გულს შევურიოთ. შემდეგ ბრინზა დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. მარილი მოვაყაროთ. კვერცხის ცილა მომზადებული მასით ამოვავსოთ. კიტრი თხლად ნახევარ რგოლებად დავჭრათ და ბოლოს, კვერცხები გავაფორმოთ.

FB კომენტარები

კომენტარი