ფარშირებული ბულგარული წიწაკა ყველითა და კვერცხით

278
SHARE

ინგრედიენტები: სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა – 3 ცალი, ყველი – 400 გრ, კვერცხი – 3 ცალი, ნიორი – 2 კბილი, მაიონეზი.

მომზადების წესი: ყველი გავხეხოთ და დაჭყლეტილი ნიორი დავუმატოთ. შემდეგ მაიონეზი შევურიოთ. კვერცხი მოვხარშთ და მრგვალად დავჭრათ. ბულგარულ წიწაკას შიგთავსი გამოვაცალოთ და მიღებული მასა მოვათავსოთ, შუაში კი კვერცხის ნაჭერი ჩავუდოთ. მაცივარში 3 საათით მოვათავსოთ. ბოლოს ნაჭრებად დავჭრათ.

FB კომენტარები

კომენტარი