უცხო არსება პლანეტაზე?! – რუსეთში ამოუცნობი მუტანტის სხეულს მიაკვლიეს (ვიდეო)

166
SHARE

ამოუცნობი არსების ცხედარს რუსეთში მიაგნეს. მეცნიერებისთვის დაუდგენელი პატარა სხეულის აღმოჩენა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მის სხეულს არასტანდარტული, დიდი ზომის თავის ქალა, ფრთები და ქვედა კიდურები აქვს. ის დედამიწაზე მცხოვრებ არცერთ არსებას არ ჰგავს, მათ შორის არც გამყინვარების პერიოდში გადაშენებულ უცნაურ ცხოველებს. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ აღმოჩენა ატომური ელექტროსადგური2BE5914000000578-3219351-image-m-4_1441182001619ს სიახლოვეს, მდინარის ნაპირთან მოხდა. რუსი მეცნიერები და მკვლევარები ამ დრომდე ინტენსიურად მუშაობენ იმის დასადგენად, თუ რა სახეობას განეკუთვნება უცნობი სხეული. სამეცნიერო წრეებში ამბობენ, რომ ის არც რომელიმე თევზის სახეობას მიეკუთვნება, არც ქვეწარმავლებს და მით უფრო ცხოველებს. აღმოჩენით დაბნეული მკვლევარებისთვის თავსატეხს, გვამის თავის ქალის და კიდურების უჩვეულო ფორმები წარმოადგენს. მათი შეხედულებები ორ ნაწილად გაიყო. ერთნი ვარაუდობენ, რომ ნაპოვნი სხეული მუტანტი ქათმის ემბრიონს წარმოადგენს.
ადგილობრივი მედია პარალელებსაც ავლებს. რუსული პრესის ინფორმაციით, ქალაქ სოსნოვიბორის ორი მკვიდრის ცხედარი, რამდენიმე ხნის წინ იმავე მდინარეში იქნა ნაპოვნი, რომელიც 1950 წელს აშენებულ ლენინგრადის ბირთვულ ელექტროსადგურს წყლით ამარაგებს. რა არის ეს არსება – დღემდე უცნობი დედამიწის არსება, თუ იდუმალი სხეული უცხოპლანეტიდან?! ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა სხეულს დეტალური სამედიცინო და სამეცნიერო გამოკვლევა ჩაუტარდება. მკვლევარები ახლა დნმ-ის ტესტის მოლოდინში არიან.

https://www.youtube.com/watch?v=E7sgPe7YsGs

FB კომენტარები

კომენტარი