უცნაური ტრადიციები მსოფლიოს მასშტაბით (ფოტოკოლაჟი)

73
SHARE

მსოფლიოს ქვეყნები საკუთარი უნიკალური ტრადიციებით გამოირჩევა. ზოგი ტრადიცია ძალიან საინტერესოა და ტურისტების ყურადღებას მუდმივად იპყრობს, ზოგიერთი კი ძალიან უცნაურია

1.ინდუსებს აქვთ დღესასწაული, სახელად “ტაიფუსამი”, რომელზეც ღმერთ მურუგანის პატივსაცემად სხეულის სხვადასხვა ნაწილზე პირსინგს იკეთებენ. საუბარი არაა მცირე ზომის პირსინგებზე, ისინი თითქმის იზიანებენ თავს.

2. ესპანეთის ქალაქ ბუნიოლში ყოველი წლის აგვისტოს ბოლო ოთხშაბათს ე.წ. ტომატის ფესტივალი “ტომატინა” იმართება. მონაწილეები, გართობის მიზნით, ერთმანეთს პომიდვრებს ესვრიან. áƒ¢áƒáƒ›áƒáƒ¢áƒ˜áƒœáƒ-ის სურათის შედეგი

3. ამაზონის ერთ-ერთ ტომში, სატერე მეივეში, არსებობს ასეთი ტრადიცია: როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი სექსუალურად მომწიფდება, კაცად რომ აღიარონ, უნდა გაიაროს გამოცდა. მედიცინის მცოდნე ერთ-ერთ ადამიანთან და თანატოლებთან ერთად უნდა წავიდეს ჯუნგლებში, სადაც შეაგროვებენ ჭიანჭველის სახეობას, რომლის ნაკბენი ძალიან მწარეა. ბალახეული წამლების ზემოქმედებით მათ დააძინებენ და ჩაყრიან ხელთათმანში, რომელსაც იკეთებს გამოსაცდელი მამაკაცი. გაღვიძებული ჭიანჭველები ძალიან აგრესიულები არიან და მწარედ იკბინებიან. ამას მამაკაცმა, დაახლოებით, 10 წუთს უნდა გაუძლოს დ თან სპეციალური ცეკვა შეასრულოს. áƒ“აკავშირებული სურათი

4. ვენესუელასა და ბრაზილიაში მცხოვრებ იამომამის ტომებს ნათესავების დაკრძალვისას აქვთ უცნაური ტრადიცია: ხდება მათი კრემაცია, ფერფლს კი ურევენ სპეციალურ სასმელში და სვამენ, მათ სჯერათ, რომ ასე ისინი ყოველთვის მათ გვერდით იქნებიან. 4

5. კბილების გაქლიბვა ინდუსების კიდევ ერთი ტრადიციაა. ქორწინებამდე აუცილებელია, ჩატარდეს კბილების გაქლიბვის რიტუალი. მათ სწამთ, რომ ამით ადამიანი სიბრაზისა და ყოველგვარი ბოროტისგან თავისუფლდება. tooth filing ceremony bali-ის სურათის შედეგი

6. ინდონეზიის თიდონგის კომუნაში ტრადიციის შესაბამისად ნეფეს არ შეუძლია პატარძლის ნახვა, თუ მას სასიყვარულო სიმღერას არ უმღერებს. გარდა ამისა, ქორწინების შემდეგ მათ 3 დღის განმავლობაში ბანაობის ნებართვა არ აქვთ და ამას მკაცრად აკონტროლებენ მათ სათვალთვალოდ მიჩენილი ადამიანები. მათი რწმენით, ბანაობა ცუდს მოასწავებს ახლადშექმნილი ოჯახისთვის.indonesia wedding-ის სურათის შედეგი

7. მადაგასკარზე არსებობს დღესასწაული “ფამადიჰანა”, რომელზეც ადამიანები თავიანთ წინაპრებს საფლავებიდან თხრიან, ხელახლა მოსავენ და მათთან ერთად ცეკვავენ. ეს მათთვის პატივად მიიჩნევა.famadihana-ის სურათის შედეგი

8, პაპუა-ახალ გვინეაში არსებული დანის ტომები საყვარელი ადამიანების გარდაცვალების შემთხვევაში მწუხარების ნიშნად თითებს იჭრიან და მას თან აყოლებენ, სახეს კი ფერფლით იხატავენ. 7

9. ინდოეთში ყოველი წლის დეკემბრის პირველ კვირაში იმართება ცერემონია, რომლის დროსაც ჩვილ ბავშვებს მშობლები ჰაერში აგდებენ და გაჭიმული ნაჭრით იჭერენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ასე ბავშვები ჯანმრთელები და ბედნიერები იქნებიან. 8

FB კომენტარები

კომენტარი