უცნაურად გაუჩინარებული ადამიანები, რომელთა კვალს ვერავინ მიაგნო

206
SHARE

როცა უჩინარდება ადამიანი, ხოლო კიდევ უარესი – ადამიანთა ჯგუფი, ეს ფაქტი უამრავ კითხვას ბადებს და ჭორების გავრცელების საბაბიც ხდება. ხანდახან სწორედ ასე ჩნდება ქალაქური ლეგენდები და ათასგვარი დაუჯერებელი ისტორიები. ამ პოსტში ჩამოთვლილი ადამიანების უმეტესობა სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო გაქრა, მათ ვერც ცოცხლებს მიაკვლიეს და ვერც მკვდრებს. ბერმუდის სამკუთხედში ხომალდების გაუჩინაურებას შეიძლება ლოგიკური ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ როგორ შეიძლება ავხსნათ ინსულტგადატანილი, ინვალიდის სავარძელში მჯდომი ადამიანის გაქრობა, რომლის ადგილზე მხოლოდ პალტო დახვდათ ოჯახის წევრებს?

პერსი ფორესტის გაუჩინარება

hh

უშიშარი მკვლევარი პერსი ფორესტი უკანასკნელად 1925 წლის ივლისში ნახეს, როცა ის თავის შვილთან ერთად ხელმძღვანელობდა უძველესი დაკარგული ქალაქის ძიებას ამაზონის ჯუნგლებში. ვადაუდობდნენ, რომ ის მოკლეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან დაფლითეს ცხოველებმა. იყო აგრეთვე აბსურდული ვერსიებიც, რომ თითქოსდა ფორესტი ადგილობრივი ტომის ბელადი გახდა. სწორედ მისმა სახემ უკარნახა მწერალ არტურ კონან დოილს შეექმნა ლიტერატურული პერსონაჟი – პროფესორი ჩელენჯერი.

როანოკის კოლონიის გაქრობა

kl

მე-16-ე საუკუნის დასასრულს ინგლისელი კოლონისტების ჯგუფმა კუნძულ როანოკზე, თანამედროვე კაროლინაზე, დასახლება დააარსა. დასახლების გუბერნატორად მხატვარი ჯონ უაიტი დაინიშნა, სერ უოლტერ რეილის მეგობარი. ერთხელ უაიტი გემით სამშობლოში გაემგზავრა ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად, საიდანაც სამი წლის შემდეგ დაბრუნდა კუნძულზე. კოლონიაში დაბრუნებულს ის სრულიად დაცარიელებული დაუხვდა, უკვალოდ იყო გამქრალი მთელი მოსახლეობა ახალ მიწაზე დაბადებული პირველი ინგლისელი ბავშვის ჩათვლით. დღემდე არავინ იცის, რა დაემართა ” გამქრალ კოლონიას”.

ბენჯამენ ბატერსტის გაუჩინარება

lo

1809 წლს ბრიტანელი დიპლომატი ბენჯამენ ბატერსტი გერმანიაში ვიზიტის დროს უცნაურად გაქრა სასტუმროს ნომრიდან. პრესა განიხილავდა მისი გაქრობის რამოდენიმე ვერსიას: ეს შეიძლება ყოფილიყო მკვლელობა, თვითმკვლელობა ან ელჩის მოტაცება ფრანგების მიერ. ასეა თუ ისე, ამის შემდეგ ბატერსტი არც ცოცხალი უნახავს ვინმეს და არც მკვდარი.

გაუჩინარება ინვალიდის ეტლიდან

ui

1763 წელს ინგლისის პატარა სოფელ შეპტონ მალეტში სკანდალი აგორდა: 60 წლის ოუენ პარფიტი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გადაიტანა ინსულტი და მხოლოდ ინვალიდის სავარძლით შეეძლო გადაადგილება, უკვალოდ გაქრა მისი დის სახლის ეზოდან. ინვალიდის ეტლში მხოლოდ მისი პალტო იპოვეს. გამოძიებამ არანაირი შედეგი არ გამოიღო და ეს ინციდენტი დღემდე ბურუსით მოცული დარჩა.

kj

სამეფო ფლოტის მყვინთავი ლაიონელ კრები 1956 წელს უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა, როცა საბჭოთა ხომალდებისათვის თვალყურის სადევნად გააგზავნეს. პრესა ამტკიცებდა, რომ ის რუსებმა ტყვედ აიყვანეს და წაიყვანეს საბჭოთა კავშირში, თუმცა ოფიციალური მთავრობა ამას უარყოფდა.

ko

დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ გაუხსნელ საქმედ ითვლება შუქურის სამი მეთვალყურის უცნაური გაუჩინარება შოტლანდიის კუნძილ ფლენანზე 1900 წელს. მათი გაქრობის შესახებ უამრავი ვერსია არსებობს უცხოპლანეტელების მოტაცებიდან დაწყებული მკვლელობით დამთავრებული. შესაძლებელია, ისინი უბრალოდ გაიტაცა ზღვამ მოქცევის დროს.

ბრიტანელი მოგზაურის გაქრობა

ft

ბრიტანელი მოგზაური ჯორჯ ბასი ცნობილია მის მიერ ავსტრალიაში ჩატარებული კვლევებით. 1803 წლის თებერვალში ის სამოგზაუროდ გაემართა ტაიტიზე და ჩილეს ესპანურ კოლონიებში, სადაც უკვალოდ გაქრა. ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ შესაძლებელია ის კონტრაბანდისტად მიიღეს ჩილეში და იქ მოკლეს. ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ ბასის გამოსახულებას საფოსტო მარკაზე.

ლორდ ლუკანის გაუჩინარება

image

1974 წლის 8 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც მისი ბავშვების ძიძა სასტიკად ნაცემი იპოვეს უგონო მდგომარეობაში მყოფი, ბრიტანელი ლორდი ლუკანი გაუჩინარდა მისი სახლიდან. მას ლამის მთელ მსოფლიოში ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ. 1999 წელს ლორდი ოფიციალურად გამოაცხადეს მკვდრად.

ტახტის მემკვიდრეების გაუჩინარება

image

როცა 1483 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ედუარდ IV, გვირგვინი მისმა ძმამ რიჩარდ III – მ დაისაკუთრა, რომელმაც უკანონოდ გამოაცხადა ედუარდის ორი პატარა ვაჟი. ბავშვები ლონდონში, ტაუერის ციხე-სიმაგრეში მოათავსეს, საიდანაც ისინი უკვალოდ გაქრნენ. პოპულარული ლეგენდა ამბობს, რომ ბავშვები რიჩარდ III-მ დახოცა, თუმცა საიდუმლო დღემდე საიდუმლოდ რჩება.

გაუჩინარება ბერმუდის სამკუთხედში

image

1948 წელს ბრიტანული თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 21 მგზავრი იმყოფებოდა, გაუჩინარდა ავადსახსენებელი ბერმუდის სამკუთხედის მიდამოებში. ჩატარებული კვლევების შედეგად ვერც სხეულები აღმოაჩინეს და ვერც თვითმფრინავის ნამსხვრევები. გამომძიებელები, რომლებიც ამ საქმის მოკვლევაში ღებულობდნენ მონაწილეობას, აღიარებდნენ, რომ ასეთი სირთულის საქმე მათ სხვა დროს არ შეხვედრიათ. ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთი თვითმფრინავი გაუჩინარდა ბერმუდის კუნძულებსა და იამაიკას შორის, რასაც ხომალდებისა და თვითმფრინავების გაქრობის მთელი სერია მოჰყვა.

აგატა კრისტის საიდუმლო ვოიაჟი

image

აგატა კრისტის გაუჩინარება 11 დღით 1926 წელს ისეთივე საიდუმლოებითაა მოცული, როგორც მისი დეტექტიური ნაწარმოებები. მწერალი ქალი, რომელიც 10-დღიანი ძებნის შემდეგ სასტუმრო Harrogate-ში იპოვეს, ვერ ხსნიდა, თუ სად იყო ამ დროის განმავლობაში. პოპულარული ვერსიები მისი გაქრობისა იყო ნერვული ჩავარდნა და შურისძიება მეუღლეზე, რომელმაც ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე გაყრის შესახებ შეიტანა განცხადება; ჟურნალისტები კი თვლიან, რომ ეს უბრალოდ სარეკლამო ოინი იყო.

ვიქტორ მეისონის გაქრობა

image

ვიქტორ მეისონი, პირველი სოციალისტი დეპუტატი ინგლისის პარლამენტში, უკვალოდ გაუჩინარდა 1920 წელს. მეგობრებთან ერთად მყოფმა მეისონმა მათ განუცხადა, რომ სასწრაფო საქმე ჰქონდა სასტუმრო Queen-ში და იქედან მალე დაბრუნდებოდა. იმ საღამოს მას ამაოდ ელოდნენ. მეისონი ამის შემდეგ არავის აღარ უნახავს. დადიოდა ჭორები, რომ მან ბევრი მტერი გაიჩინა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. ვარაუდობდნენ, რომ ის მოკლეს, რათა შეეჩერებინათ მის მიერ დაწყებული გამოძიება ხელისუფლებაში არსებულ კორუფციაზე.

ჯონ ფრანკლინის გაქრობა

image

1845 წელს ბრიტანელი მკვლევარი ჯონ ფრანკლინი და 128 კაცისაგან შემდგარი მისი ჯგუფი უკვალოდ გაქრა მას შემდეგ, რაც ისინი ჩრდილო – დასავლეთის გასასვლელის საძიებლად გაემართნენ. ცნობილი არაა, თუ რა შეემთხვა ეკიპაჟს. მხოლოდ 1980-იან წლებში მეფე ვილჰელმის კუნძულზე ნაპოვნი ადამიანების ნაშთების ანალიზმა ვარაუდყო, რომ მკვლევარები გარდაიცვალნენ უცნობი დაავადების, შიმშილის და სიცივის გამო. ადგილი ჰქონდა აგრეთვე კანიბალიზმსაც.

წყარო: http://intermedia.ge

FB კომენტარები

კომენტარი