უჩვეულო საახალწლო ტრადიციები (ფოტოკოლაჟი)

436
SHARE

ყველა ქვეყანას საკუთარი საახალწლო ტრადიცია გააჩნია, ზოგგან ეს ტრადიციები უწყინარი და მხიარულია, ზოგგან კი – პირიქით. მაგალითად, ესტონეთში ახალ წელს საუნაში ხვდებიან, სადაც თოვლის პაპის ნაცვლად მურიანი საკვამურის მწმენდავს ელიან.

сауна-150x150 трубочист-150x150

შოტლანდიაში ახალი წელი ცეცხლით იწყება. იქ წინასწარ ამზადებენ კუპრით სავსე კასრს, გააქვთ გარეთ, ანთებენ, აგორებენ ქუჩებში და პროსპექტებზე, ამით, ტრადიციის თანახმად, შოტლანდიელები ახალი წლის გზას „წვავენ“. უფრო უჩვეულო ტრადიცია სტოუნჰევენში არის: იქ ახალ წელს ცეცხლოვან ბურთებს თავზე იტრიალებენ. ეს ქმედება დილამდე გრძელდება.

Шотландия шотландия1
საბერძნეთში ახალ წელს მილიონობით ბროწეულს ძირს ახეთქებენ. უჩვეულო რიტუალს ოჯახის თავი ატარებს, ის 12 საათზე გამოდის გარეთ და მიწაზე ბროწეულს ახეთქებს. თუკი ბროწეული გაიხლიჩა და მარცვლები დაიბნა, მაშინ ახალი წელი ბედნიერი იქნება.

греция
თუ გსურთ მთელი წლის განმავლობაში მოგზაურობა, მაშინ პერუში უნდა ჩახვიდეთ. ახალ წელს პერუელები გარეთ გადიან და ცარიელი სამგზავრო ჩანთით სეირნობენ. ამის შემდეგ მათ გარანტირებული აქვთ მსოფლიოს შემოვლა.
დანიაში ახალ წელს ხტუნით ხვდებიან. სკამებზე დგებიან და ზუსტად 12 საათზე სკამებიდან ხტებიან, ასევე მათ კართან ჭურჭლის მსხვრევის ტრადიცია აქვთ. დანიელები მიდიან მეგობრებთან და მეზობლებთან და კართან უმსხვრევენ ჭურჭელს. ტრადიციის თანახმად, ეს სიმდიდრის მომტანია.

Дания

ავსტრალიაში ახალი წელი ზაფხულს ემთხვევა. ამიტომ იქ სანტა – კლაუსი წითელი „შორტებით“ მოდის. მკვიდრი მაცხოვრებლები ახალ წელს პლაჟზე ხვდებიან, ნაპირზე ათასობით ცეცხლი ინთება და 12 საათის მერე სანტა- კლაუსები ერთი კოცონიდან მეორესთან მიდიან და ყველას ულოცავენ.

австралия-150x150 австралия-1-150x150
საიდუმლო კოცნა – ბულგარეთის საახალწლო ტრადიციაა. 12 საათზე რამდენიმე წუთით სინათლეს აქრობენ და ამ დროს წყვილმა ერთმანეთს უნდა აკოცოს. კოცნა სიბნელეში დამდეგი წლის პირველი საიდუმლოა. საინტერესო ფაქტია, რომ ბულგარეთში საიდუმლო კოცნის შემდეგ წყვილთა 18% შეუღლდა.

Болгария
კუბაში კი საათის ისრების 11- ჯერ ჩამოკვრის შემდეგ მოსახლეობა ფანჯრიდან წყალს ასხამს, ასეთი რიტუალით ისინი ცხოვრებას „წმენდენ“.
მიკრონეზიაში უჩვეულო ტრადიციის თანახმად ყოველ ახალ წელს ხალხი იცვლის სახელს. ეს უწმინდური ძალების დასაბნევად კეთდება.

микронезия
ყველაზე გულისშემძვრელი ტრადიცია ჩილის ერთ-ერთ ქალაქ ტალკაში არის. იქ 1995 წლიდან ახალ წელს სასაფლაოზე ხვდებიან. ტრადიცია დამკვიდრდა, როდესაც ერთ-ერთ ოჯახში მამა ტრაგიკულად გარდაიცვალა, ოჯახის წევრები კი მის საპატივცემულოდ ახალ წელს სასაფლაოზე შეხვდნენ. დღეს ამ ტრადიციას ტალკის მაცხოვრებლების ნახევარი მისდევს.

талька

FB კომენტარები

კომენტარი