უსიყ­ვა­რუ­ლოდ შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხის მსხვერ­პ­ლი

108
SHARE

“მო­მა­ვალ მძახ­ლებს და­ნა­თე­სა­ვე­ბა ძა­ლი­ან უნ­დო­დათ”
ალ­ბათ ძნე­ლია, რო­ცა დე­დამ­თილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას ვერ ახერ­ხებ, მაგ­რამ უფ­რო ძნე­ლია, რო­ცა ოჯა­ხის წევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ გი­გებს. ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი – 27 წლის ნა­ნა ამ­ბობს, რომ ოჯახ­ში, სა­დაც 2 წლის წინ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ ამო­ყო თა­ვი, არაფ­რის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. გა­მუ­დმე­ბით უწევს იმის დამ­ტ­კი­ცე­ბა, რომ რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა კარ­გა­დაც შე­უძ­ლია, მაგ­რამ მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მე­ტად აუტა­ნე­ლი ის არის, რომ ექი­მებ­თან, ექიმ­ბა­შებ­თან და მკითხა­ვებ­თა­ნაც კი ხში­რად და­ა­ტა­რე­ბენ, – შვი­ლი არ უჩ­ნ­დე­ბაო…
– არა­და, ექი­მი ამ­ბობს, რომ ბავ­შ­ვი მე­ყო­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ, ამის­თ­ვის დროა სა­ჭი­რო. მეც და ჩე­მი ქმა­რიც ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­მოგ­ვიკ­ვ­ლი­ეს. არ გვაქვს ცოლ-ქმარს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა და ალ­ბათ, უფ­ლის ნე­ბაა, ბავ­შ­ვიც რომ არ გვიჩ­ნ­დე­ბა. სუ­ლაც არ მინ­და, პა­ტა­რის გა­მო მი­ვე­ჯაჭ­ვო ამ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ არც და­შო­რე­ბა გა­მო­დის და ორ ცეცხ­ლ­შუა ვარ.
– თუ ქმრის ოჯახ­ში თავს კარ­გად ვერ გრძნობ და არც მე­უღ­ლე გიყ­ვარს, თა­ვის დრო­ზე რა­ტომ გაჰ­ყე­ვი ცო­ლად?
– თქვენ გგო­ნი­ათ, მე მინ­დო­და? უბ­რა­ლოდ, სი­ტუ­ა­ცი­ამ მო­ი­ტა­ნა ასე. მუ­რადს წლე­ბია, ვიც­ნობ. მას ყო­ველ­თ­ვის მოვ­წონ­დი, მე კი მის მი­მართ გრძნო­ბა არას­დ­როს მქო­ნია. სულ სხვა ადა­მი­ან­ზე ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, იმ ბიჭ­საც მოვ­წონ­დი და გეგ­მებს ვაწყობ­დით. ჩე­მი რჩე­უ­ლი მშობ­ლებს არ მოს­წონ­დათ, გა­მუდ­მე­ბით იმას მი­კი­ჟი­ნებ­დ­ნენ, – ეს ბი­ჭი შე­ნი შე­სა­ფე­რი­სი არ არის. მას თუ გაჰ­ყ­ვე­ბი, ცხოვ­რე­ბას და­ინ­გ­რე­ვო. ჰო­და, ახ­ლა ხომ ავიწყ­ვე ცხოვ­რე­ბა მა­თი მო­წო­ნე­ბუ­ლი სა­სი­ძოს გვერ­დით? რა­ტომ­ღაც, მუ­რა­დი ყო­ველ­თ­ვის ესიმ­პა­თი­უ­რე­ბო­და დე­დას. ამ­ბობ­და, მის ოჯახ­ში ვინც შე­ვა, ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბაო. ერ­თხე­ლაც, ისე მო­აწყ­ვეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ მის სახ­ლ­ში მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მე­რე კი იქი­დან არ გა­მო­მიშ­ვეს. მო­მა­ვალ მძახ­ლებს აწყობ­დათ და­ნა­თე­სა­ვე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი კვი­რა არ მომ­კა­რე­ბია ქმა­რი, ამის უფ­ლე­ბას არ ვაძ­ლევ­დი და იმა­საც, ჩე­მი მშობ­ლე­ბის მხარ­ში დგო­მის იმე­დი რომ ჰქონ­და, ძა­ლა­დო­ბა არც უც­დია. ერ­თი კვი­რის შემ­დეგ, რო­გორ­ღაც მო­ვა­ხერ­ხე შეყ­ვა­რე­ბულ­თან და­კავ­ში­რე­ბა, მის­მა სიტყ­ვებ­მა კი ცხოვ­რე­ბა­ზეც ამიც­რუა გუ­ლი: რას მი­რე­კავ? სხვა კა­ცის ცო­ლი ხარ და ჩემ­გან რა გინ­დაო? შე­ვე­ცა­დე, ამეხ­ს­ნა მის­თ­ვის, რომ ძვე­ლე­ბუ­რად მიყ­ვარ­და და ქა­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არაფ­რის გა­გო­ნე­ბა არ ისურ­ვა, ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­თი­შა. ძა­ლი­ან გავ­მ­წარ­დი. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რას ვგრძნობ­დი მა­შინ. თით­ქოს, გუ­ლი გა­მეხ­ლი­ჩა. მე­რე თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბაც ვცა­დე, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და. ჩემ­თ­ვის აღა­რა­ფერს ჰქონ­და აზ­რი და ამი­ტო­მაც მი­ვე­ცი მუ­რადს უფ­ლე­ბა, რო­გორც სურ­და, ისე მომ­ქ­ცე­ო­და. აი, ასე გავ­ხ­დით ცოლ-ქმა­რი და ერ­თი სა­რეც­ლის გამ­ზი­ა­რებ­ლე­ბი.
– დე­და ვერ ამ­ჩ­ნევ­და შენს ასეთ დიდ ტკი­ვილს?
– რო­გორ არა, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბო­და: მეც არ მიყ­ვარ­და მა­მა­შე­ნი, მაგ­რამ კი ხე­დავ, შე­ვა­ბერ­დით ერ­თ­მა­ნეთს. შენც ყვე­ლა­ფერს შე­ეჩ­ვე­ვი, ასე­თია ქა­ლის ცხოვ­რე­ბაო.
– მგო­ნია, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ მომ­ხ­დარ ამ­ბავს მიყ­ვე­ბი…
– (ი­ცი­ნის) არა­და, ჩემს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში დღე­საც არა­ერ­თი ქა­ლია. მათ უწევთ ყვე­ლაფ­რის ატა­ნა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ოჯა­ხი ჰყავ­დეთ, ვი­ღა­ცის ცო­ლი ერ­ქ­ვათ და მშობ­ლებს გუ­ლი არ ატ­კი­ნონ… ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და! ახ­ლა უბ­რა­ლოდ, სხვის გა­სა­ხა­რებ­ლად ვცხოვ­რობ. თუმ­ცა, ზოგ­ჯერ მა­ინც მიჩ­ნ­დე­ბა პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა და მინ­და, გა­ვი­ლაშ­ქ­რო არა მარ­ტო ჩე­მი ქმრი­სა და მი­სი ოჯა­ხის, არა­მედ ჩე­მი მშობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გაც, რომ­ლებ­საც ისე გა­მო­უ­ვი­დათ, თით­ქოს თა­ვი­დან მო­მი­შო­რეს.
– დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?
– და და ძმა მყავს. და გათხო­ვი­ლია და ბედ­ნი­ე­რი გახ­ლავთ, რად­გან თა­ვის რჩე­ულს გაჰ­ყ­ვა. ძმა და­სა­ქორ­წი­ნე­ბე­ლია და სხვა­თა შო­რის, დე­და მის­თ­ვი­საც აქ­ტი­უ­რად ეძებს შე­სა­ფე­რის სა­ცო­ლეს.
– დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­მა არ სცა­დეს რა­ი­მე ფორ­მით შე­ნი დაც­ვა?
– არა, დი­დად არ მო­უკ­ლი­ათ თა­ვი. მათ­თ­ვის ჩე­მი ტკი­ვი­ლი, ღო­ბეს ჩხი­რია. მთა­ვა­რია, თვი­თონ იყ­ვ­ნენ კარ­გად და სხვა ყვე­ლა­ფერს უნ­და შე­ე­გუ­ოს.
– ახ­ლა რო­გორ ცხოვ­რობ ქმრის ოჯახ­ში?
– ყო­ვე­ლი დი­ლა თენ­დე­ბა ნაც­რის­ფ­რად. ვიწყებ სახ­ლის და­სუფ­თა­ვე­ბას, მე­რე მე­უღ­ლის ნივ­თე­ბის მო­წეს­რი­გე­ბას, სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბას, რო­მელ­საც ყო­ველ ჯერ­ზე, რა­ღაც მი­ზე­ზით მი­წუ­ნე­ბენ და იწყე­ბა ჩე­მი ლან­ძღ­ვა. არას­დ­როს არა­ფე­რი მოს­წონთ. რა­საც და­მა­ვა­ლე­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი წერ­ტილ-წერ­ტილ რომ შე­ვას­რუ­ლო, ნაკლს მა­ინც იპო­ვი­ან. ქმრის გვერ­დით ყოფ­ნა ჩემ­თ­ვის ტან­ჯ­ვის ტოლ­ფა­სია, მაგ­რამ რა ვქნა, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, ჯერ­ჯე­რო­ბით მას­თან ვი­ყო. არა­ვის ვჭირ­დე­ბი, ყვე­ლას­თ­ვის ზედ­მე­ტი ვარ და ასე იქ­ნე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა.
– თუ ქმარს უყ­ვარ­ხარ, შენს გა­გე­ბას, დაც­ვას რა­ტომ არ ცდი­ლობს?
– თა­ვი­დან ცდი­ლობ­და, მაგ­რამ მე­რე გა­მიბ­რაზ­და: იმ­დე­ნად არ გინ­და ჩე­მი გა­გე­ბა, ისეთ ზიზღს ვხე­დავ შენს თვა­ლებ­ში, რომ შენ გვერ­დით ყოფ­ნის სურ­ვილს მეც მი­კარ­გავ. არ გა­გიკ­ვირ­დეს, თუ გი­ღა­ლა­ტეო. მარ­თა­ლიც არის! სუ­ლაც არ ვცდი­ლობ, ადა­მი­ა­ნებს თა­ვი შევაყ­ვა­რო. მგო­ნია, რომ არა­ვის ვჭირ­დე­ბი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე იქ­ნე­ბა. ყუ­რით სათ­რე­ვად ვი­ქე­ცი და სა­დაც მეტყ­ვი­ან, იქ მივ­დი­ვარ! რა­საც მიბ­რ­ძა­ნე­ბენ, იმას ვა­კე­თებ. სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ზე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რაკს ვე­რი­დე­ბი.
– მე­უღ­ლე მუ­შა­ობს?
– კი, მუ­შა­ობს, ხე­ლო­სა­ნია. დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ქუ­ჩა­შია, მე კი გა­მუდ­მე­ბით სახ­ლ­ში ვარ, გა­მოყ­რუ­ე­ბუ­ლი. კი­დევ კარ­გი, მი­სი მშობ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ, თო­რემ მათ რა გა­უძ­ლებ­და სახ­ლ­ში? სა­მა­გი­ე­როდ, ბე­ბია ჰყავს, რო­მე­ლიც სი­ცოცხ­ლეს მიმ­წა­რებს. ლო­გი­ნა­დაა ჩა­ვარ­დ­ნი­ლი და ცდი­ლობს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი ბოღ­მა ჩემ­ზე გად­მო­ან­თხი­ოს. ხომ შე­უძ­ლია, რო­ცა რა­ღაც უნ­და, და­მი­ძა­ხოს? ასე არას­დ­როს იქ­ცე­ვა. მოთხოვ­ნი­ლე­ბებს რომ და­იკ­მა­ყო­ფი­ლებს, მე­რე კი­ვილს იწყებს, – სად ხარ? რა­ტომ მკლავ? მომ­ხე­დეო! მის კაპ­რი­ზებს რო­გორ­ღაც ვი­ტან. ამ ქა­ლის ყვი­რილს ისე შე­ვეჩ­ვიე, ზოგ­ჯერ ყუ­რადღე­ბა­საც აღარ ვაქ­ცევ. ზომ­ბი­ვით ვარ (ი­ცი­ნის). მე­ზობ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, – გვიკ­ვირს, ნერ­ვე­ბი სა­ერ­თოდ არ გაქვს? რო­გორ ახერ­ხებ ბე­ბი­ის ატა­ნა­სო? ვა­ხერ­ხებ, მაგ­რამ არ ვი­ცი, რო­გორ. ბა­ბუ­აც გვყავს, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად მა­წუ­ხებს და ყვე­ლა­ზე მე­ტად, ის მიყ­ვარს. მას სი­ა­მოვ­ნე­ბით ვემ­სა­ხუ­რე­ბი. დე­დამ­თი­ლი სახ­ლ­ში რომ შე­მო­ვა, ისე იქ­ცე­ვა, თით­ქოს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ვყავ­დე, ფეხ­საც­მ­ლის გაწ­მენ­და­საც კი მე მა­ვა­ლებს. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, ყვე­ლა­ფერს… მაგ­რამ სა­ღა­მო­ო­ბით, სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი, ძა­ლი­ან ვბრა­ზობ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. თან, მაყ­ვედ­რი­ან, – მთე­ლი დღე ვმუ­შა­ობთ, რომ ოჯახს სიმ­დიდ­რე შევ­მა­ტოთ და ეს უნ­და და­ა­ფა­სო. ჩვე­ნი ქო­ნე­ბა შენ არ დაგ­რ­ჩე­ბაო? გე­გო­ნე­ბა, სულ ჩემ­თ­ვის შრო­მო­ბენ. ახ­ლა გა­მუდ­მე­ბით ბავ­შ­ვ­ზე ლა­პა­რა­კი­თაც მიმ­წა­რე­ბენ სი­ცოცხ­ლეს. დე­დამ­თი­ლი და­მე­მუქ­რა კი­დეც: თუ მა­ლე არ და­ორ­სულ­დე­ბი, ჩვე­ნი ოჯა­ხი­დან წას­ვ­ლა მო­გი­წევს. მუ­რადს ახა­ლი ცო­ლის შერ­თ­ვა არ გა­უ­ჭირ­დე­ბაო. ნე­ტავ კი გა­მაგ­დებ­დ­ნენ, მეც ამა­ზე არ ვოც­ნე­ბობ?!
– რომ გა­გაგ­დონ, სად წახ­ვალ?
– რა ვი­ცი, ვინ­მეს შე­ვა­ფა­რებ თავს ან სუ­ლაც, სა­ხელ­მ­წი­ფოს ვთხოვ დახ­მა­რე­ბას. ბო­ლოს და ბო­ლოს, ქმრის ოჯა­ხი სახ­ლი­დან თუ გა­მაგ­დებს, მშობ­ლე­ბი ისე რო­გორ გამ­წი­რა­ვენ, რომ ჭერ­ქ­ვეშ არ შე­მი­ფა­რონ? არც მათ­თან ერ­თად ყოფ­ნა იქ­ნე­ბა სა­ხარ­ბი­ე­ლო, მაგ­რამ მა­ინც. თუ თა­ვად მო­მი­წევს სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბა, რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა მეც შე­მიძ­ლია და შიმ­ში­ლით არ მოვ­კ­ვ­დე­ბი.
– პრო­ფე­სია თუ გაქვს?
– არა, მაგ­რამ კარ­გად ვკე­რავ, ვქსოვ, ვხა­ტავ, სამ­კა­უ­ლე­ბის აწყო­ბაც მე­ხერ­ხე­ბა. კი­დევ, სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა მიყ­ვარს. მზა­რე­უ­ლის კურ­სე­ბიც მაქვს გავ­ლი­ლი, ოღონდ – საწყი­სი ეტა­პი. ბო­ლომ­დე ამ საქ­მის შეს­წავ­ლაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე, მაგ­რამ მზა­რე­უ­ლის დამ­ხ­მა­რედ გა­მოვ­დ­გე­ბი. ასე რომ, არ და­ვი­კარ­გე­ბი, მთა­ვა­რია, გა­მაგ­დონ, ჩემ­ზე გუ­ლი სა­ბო­ლო­ოდ აიც­რუ­ონ და მე­რე მეშ­ვე­ლე­ბა, გავ­ლაღ­დე­ბი (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე მგო­ნი­ა). მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მო­მავ­ლის იმედს მა­ინც არ ვკარ­გავ. ვფიქ­რობ, ერთ დროს მეც გავ­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბი ამ ოჯა­ხუ­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან.
– ახ­ლა თუ ასე უბე­დუ­რად გრძნობ თავს, ხომ შე­გიძ­ლია, ქმარს და­შორ­დე?
– ვერ ვბე­დავ ამ საქ­მე­ში ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მო­ჩე­ნას. არის რა­ღაც, რაც მაბ­რ­კო­ლებს, მაგ­რამ ამ რა­ღა­ცას მი­ზეზს ვერ ვუ­ძებ­ნი. ალ­ბათ, მო­ვა­ლე­ო­ბაა მშობ­ლე­ბის წი­ნა­შე. თან, ყო­ველ­თ­ვის მა­ში­ნებ­და სა­ზო­გა­დოებ­რი­ვი აზ­რი და სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, სი­ახ­ლე­ე­ბიც მა­ში­ნებს. რა­ღაც­ნა­ი­რად, სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი რომ არ ვარ, ეს ბევრ რა­მე­ში მაბ­რ­კო­ლებს. სტუმ­რე­ბის თან­დას­წ­რე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვთა­მა­შობ ბედ­ნი­ერ ადა­მი­ანს და ეს ხან გა­მომ­დის, ხან – არა. აუტა­ნე­ლია ის დღე­ე­ბი, რო­ცა გი­ნე­კო­ლო­გებ­თან და­მაპ­რო­წი­ა­ლე­ბენ. თა­ნაც, ექი­მე­ბის კვლე­ვებ­მა შე­დე­გი რომ არ გა­მო­ი­ღო, ახ­ლა ათას­გ­ვარ სი­სა­ძაგ­ლეს მას­ხა­მენ პირ­ში. სად აღარ მი­დი­ან: ექიმ­ბა­შე­ბი, მკითხა­ვე­ბი… მათ­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია, შთა­მო­მა­ვა­ლი ჰყავ­დეთ, მაგ­რამ კაც­მა არ იცის, ასე ძა­ლი­ან რა­ტომ ჩქა­რო­ბენ?
– ისე­თი ამ­ბა­ვი, რა­საც გვიყ­ვე­ბი, არა მგო­ნია, ბევრს გა­დახ­დე­ნო­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბი თუ მიხ­ვ­დე­ბი­ან, რომ შენ გვი­ამ­ბე სა­კუ­თა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი, მათ რო­გორ აუხ­ს­ნი ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბის მი­ზეზს?
– შე­იძ­ლე­ბა, მარ­თ­ლაც მიც­ნონ. თუმ­ცა, დი­დი იმე­დი მაქვს, რომ ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ ინ­ტერ­ვი­უს არ წა­ი­კითხა­ვენ. მინ­და, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყო­ფი­ლა, რჩე­ვა ვთხო­ვო: რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ პრობ­ლე­მას? რო­გორ უძ­ლებ­დ­ნენ იმ ადა­მი­ა­ნის გვერ­დით ცხოვ­რე­ბას, რო­მე­ლიც არ უყ­ვარ­დათ? იქ­ნებ, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკითხ­ვე­ლე­ბის რჩე­ვა და­მეხ­მა­როს ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში? მე ხომ, ბო­ლოს და ბო­ლოს, წლე­ბია, მათ გვერ­დით ვცხოვ­რობ და უნე­ბუ­რად, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ იმის­თ­ვის, რომ ოჯა­ხი მქონ­დეს, სა­ხე­ლი არ გა­მიტყ­დეს… ძა­ლი­ან გთხოვთ, და­მეხ­მა­რეთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში…

წყარო: http://gza.ambebi.ge/life/

FB კომენტარები

კომენტარი