უსახლკარომ ნაპოვნი 17 ათასი დოლარი სათნოების სახლს გადასცა

237
SHARE

32 წლის კევინ ბუზმა, რომელიც აშშ-ს ქალაქ სამნერში ცხოვრობს, ნამდვილი გმირობა ჩაიდინა. ერთ დღეს, სამნერის სათნოების სახლის (პურის ბანკი) წინ, პურის ჩასადებ ყუთში, მან ჩანთა აღმოაჩინა. თავიდან ეგონა, რომ შიგნით პური იყო. როდესაც გახსნა, 20-დოლარიანი კუპიურა დაინახა.
„რა თქმა უნდა, ამოვიღე რომ მენახა ნამდვილი იყო თუ არა. როდესაც მივხვდი რომ ყალბი არ იყო, დავფიქრდი – უნდა წამეღო თუ არა?“ – ამბობს კევინ ბუზი.
კევინმა გადაწყვიტა, სათნოების სახლის მოხალისეს დალოდებოდა, რათა ჩანთა მისთვის გადაეცა, ისე, რომ არც კი დაუთვალიერებია ის ბოლომდე.
ანიტა მილერი, რომელიც სწორედ ის მოხალისე იყო, რომელსაც კევინმა ჩანთა მისცა, ამბობს, რომ ჩანთაში არა პური, არამედ 17 ათასი დოლარი იდო. როდესაც ორივე მათგანი მიხვდა, თუ რა იპოვეს, მათ პოლიციას დაურეკეს. სამართალდამცველები დარწმუნდნენ, რომ ფული ნამდვილი იყო და სცადეს კამერების ჩანაწერების მეშვეობით გაერკვიათ, თუ როგორ აღმოჩნდა სათნოების სახლის საქველმოქმედო ყუთში ამდენი ფული. მათ ამის დადგენა ვერ შეძლეს. პოლიციამ ფული კანონის მიხედვით 90 დღის განმავლობაში შეინახა, შემდეგ კი დაუბრუნა იმ ადამიანს, ვინც ის იპოვა, ანუ უსახლკარო კევინ ბუზს და სათნოების სახლს.
აღსანიშნავია, რომ ამ ფულით ახლა „პურის ბანკი“ უკეთეს შენობაში გადადის, სადაც თვეში 1000 ადამიანს მოემსახურება. რა თქმა უნდა, ფულის ნაწილი კევინ ბუზსაც ჯილდოს სახით გადასცეს.
კეთილი ბუზის თქმით, შეცდომის არ დაშვება და ფულის ჩაბარება რთული იყო, მაგრამ მან შეძლო სწორი გადაწყვეტილების მიღება.
წლების განმავლობაში ის ჩერდებოდა ხოლმე „პურის ბანკის“ წინ და სპეციალური ე.წ პურის ყუთიდან საკვებს იღებდა.
ადგილობრივმა შერიფმა კევინ ბუზი რამდენიმე დღის წინ ქალაქის საზოგადოებას წარუდგინა. მან აღნიშნა, რომ ამ ადამიანმა პოლიციელებს უთხრა, რომ „სათნოების სახლისთვის“ ამ ფულის გადაცემა ბევრად უფრო კარგი აზრი იქნებოდა, ვიდრე მისთვის მიცემა.
შერიფის აზრით, ბევრი მოქალაქე არ მიიღებდა მსგავს გადაწყვეტილებას და ეს ნამდვილად სამაგალითო საქციელი იყო.

FB კომენტარები

კომენტარი