უნგრეთმა სერბეთთან საზღვარი ჩაკეტა (ვიდეო)

42
SHARE

უნგრეთი არალეგალებს, რომლებსაც საზღვარზე დააკავებენ, უკან სერბეთში დააბრუნებს. საზღვრის გადაკვეთის შესახებ გამკაცრებული კანონი ძალაში უკვე შევიდა. აქედან გამომდინარე, მიგრანტების გამო უნგრეთმა სერბეთთან არსებული საზღვარი ჩაკეტა. იმ მიგრანტებს კი, ვინც დამცავი ბარიერების დაზიანებით საზღვრის გადაკვეთას შეეცდება, 3-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ ასევე არალეგალთა გადამყვან ფიზიკურ პირებსაც.
უკვე ცნობილია, რომ სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს გერმანიაც ავსტრიასთან. დასაშვები ლტოლვილთა რიცხვი ქვეყანამ 800 000-დან მილიონამდე გაზარდა.
ევროკავშირში კი საემიგრაციო კრიზისთან დაკავშირებული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა კონსენსუსის მიღწევა ვერ მოახერხეს. მოლაპარაკებები ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ექსპერტების დონეზე მიმდინარეობდა. 

 

FB კომენტარები

კომენტარი