“უმჯობესია, მოვეშვათ სოციალურ ქსელებში “ნიუს ფიდის” სქროლვას” – 21ივნისს ახალი მთვარე და მზის ნაწილობრივი დაბნელებაა 

292
SHARE

21 ივნისს ახალი მთვარე და მზის ნაწილობრივი დაბნელებაა

დაბნელება ისედაც საკმაოდ ძლიერი ტრანსფორმაციული ენერგიის მატარებელია, რასაც ისიც ემატება, რომ მზის დაბნელება მთვარის დაბნელებებს შორის ხვდება (5 ივნისი – 5 ივლისი) და ემთხვევა ზაფხულის მზებუდობის დღეს☀

მთვარის დაბნელებები ცალსახად დასრულებისა და ზედმეტისაგან გათავისუფლებისკენ გვიბიძგებს და მისი გავლენა ექვსი თვიდან ერთ წლამდე მოქმედებს.
მზის დაბნელების ეფექტს კი ერთიდან ორ წლამდეც კი ვიგრძნობთ და მისი მესიჯი ჩვენს ცხოვრებაში საჭირო სიახლეების შემოტანა, გეგმების ხელახლა შედგენა და ახალი მიზნების დასახვაა.

დაბნელება მზის კირჩხიბში გადასვლისთანავე 0 გრადუსსა და 21 მინუტზე გველოდება.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ ამ ნიშანში დაბნელება რამდენიმე წლის განმავლობაში აღარ გველოდება და ეს ამ ნიშანის თემებთან დაკავშირებული ერთგვარი ფინალური, შემაჯამებელი ენერგიის მატარებელი დაბნელებაა.

21 ივნისის მზის დაბნელება არ იქნება მხოლოდ ერთი და ორ დღიანი ეფექტის მქონე ასტროლოგიური მოვლენა. როგორც ფინალური დაბნელება კირჩხიბში (ამ სერიიდან), თავისებურ გავლენას მოახდენს, როგორც ფართო მასებისთვის და ერებისთვის, ისე ინდივიდუალურად, კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაში.

კირჩხიბი წყლის პირველი, კარდინალური ნიშანია. ამ ნიშანს თავად მთვარე მართავს და ჰოროსკოპის მე-4 სახლს უკავშირდება.

მოდით, ლოგიკურად მივიდეთ მე-4 სახლამდე და უფრო ზუსტად აღვწეროთ მისი ასტროლოგიური მნიშვნელობა⤵

I სახლი საკუთარი არსებობის გაცნობიერებაა (“მე ვარ”),
II სახლი – იმის აღქმა, რომ ჩვენ ჩვენი სხეული გვაქვს,
III სახლი – უშუალო გარემოსთან ინტეგრაცია და კომუნიკაციაა, ერთგვარი ბარიერის მოხსნა “მე”-სა და გარემოს შორის. ეს არის ინფორმაციის მიღების, სოციალური აქტიურობის სახლი, რომელიც მიმართულია გარეთ, გარე კავშირებზე;
IV სახლი კი ისევ საკუთარი თავისკენ გვაბრუნებს, გვახსენებს, რომ ჩვენ რაღაცის ნაწილი ვართ, საიდანღაც მოვდივართ, გვყავს ოჯახი, მშობლები (ან სხვა მზრუნველი ადამიანები), ახლობლები, გვაქვს გარკვეული გამოცდილება და ადგილი, სადაც თავს ყოველთვის დაცულად და მშვიდად ვიგრძნობთ. IV სახლიც და მთვარეც ჩვენს ემოციებს, შინაგან ემოციურ სამყაროსა და საჭიროებებს უკავშირდება. კირჩხიბი და IV სახლი ზუსტ ოპოზიციაშია თხის რქასთან და X სახლთან, რომელიც ჩვენს სოციალურ სტატუსსა და წარმატებას უკავშირდება. როდესაც IV და X სახლებზე ვფიქრობ, შესადარებლად ყოველთვის გაშლილტოტებიანი და გემრიელნაყოფიანი, დიდი ხე მახსენდება. X სახლი შეგვიძლია, ხის ზედა ნაწილს და ნაყოფს შევადაროთ, ხოლო IV სახლი ის ფესვებია, რის გარეშეც ვერ იარსებებდა ვერც ნაყოფი და ვერც თავად ხე. ამაზე რატომღაც, იშვიათად ვფიქრობთ ხოლმე, როდესაც მწიფე ნაყოფს მივირთმევთ. ერთ მშვენიერ დღეს, ახალ სეზონამდე, ნაყოფი და ფოთლები გახმება და ჩამოცვივდება, მაგრამ ფესვები ფესვებად დარჩება. ხეს თუ ფესვები არ უვარგა, ის ვერც გაიზრდება და კარგ ნაყოფსაც ვერ გამოისხამს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი საკუთარ თავში შიგნით ჩახედვა და ყველა იმ გაწყვეტილი ჯაჭვის გადაბმა, რომელიც საკუთარ თავთან სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას დაგვიბრუნებს. როგორც იუნგი ამბობდა – “ის, ვინც გარეთ ეძებს, ოცნებობს, ხოლო ის, ვინც შიგნით იხედება, იღვიძებს”.

ამ დროს უმჯობესია, მოვეშვათ დიდი დოზით ინფორმაციის მიღებას, სოციალურ ქსელებში “ნიუს ფიდის სქროლვას”, ათას უმნიშვნელო თემაზე ფიქრით თავის დაღლას და მივცეთ თავს მოდუნების საშუალება. ჩავიხედოთ შიგნით, მოვუსმინოთ გულს, ინტუიციას, დავუკვირდეთ შეგრძნებებს, დავფიქრდეთ, რა გვჭირდება იმისათვის, რომ უფრო მშვიდად და დაცულად ვიგრძნოთ თავი. დავუკვირდეთ, ვინ არის ჩვენთვის ყველაზე ახლობელი, მზრუნველი და უანგაროდ სიყვარულის მომცემი. გავუგზავნოთ სიყვარულის ენერგია ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს, გამოვხატოთ გრძნობები და ემოციები. კირჩხიბი სწორედ დედობრივ მზრუნველობასა და უანგარო სიკეთეს უკავშირდება. დავხუჭოთ ცოტა ხნით თვალები და ვიგრძნოთ საკუთარი თავი, ადამიანები, აწმყო, არსებული სიტუაცია ჩვენს ცხოვრებაში…

მომდევნო დაბნელება, რომელიც 5 ივლისს თხის რქაში გველოდება, კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს კირჩხიბისა და თხის რქას ოპოზიციას. ეს ერთგვარი დასასრულის შესავალია, რომელიც სწორედ ამ ორი ნიშნის, კირჩხიბისა და თხის რქის ოპოზიით იქნება დამუხტული. საინტერესოა ისიც, რომ დაბნელებამდე რამდენიმე დღით ადრე სატურნი ისევ საკუთარ ნიშანში, თხის რქაში დაბრუნდება. ამაზე მოგვიანებით, მთვარის დაბნელების სტატიაში ვისაუბროთ, სადაც უფრო მეტად გამოვკვეთთ კირჩხიბისა და თხის რქას განსხვავებულ მხარეებს.

☿️ ახალი მთვარის ენერგია რეტროგრადული მერკურის ენერგიითაც იქნება დამუხტული, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავში ჩაღრმავება, თვითანალიზი, დასკვნების გაკეთება და დაშვებული შეცდომების გამოსწორება მშვენიერი იდეაა მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. ახალი ადამიანების გაცნობის ნაცვლად ჯობია, ძველი მეგობრები მოვიკითხოთ და აღვადგინოთ გაწყვეტილი კავშირები. 12 ივლისამდე არ ღირს ასევე ძვირადღირებული ნივთების შეძენა (განსაკუთრებით ტექნიკის) და ხელშეკრულებების გაფორმება.

მზის ნაწილობრივი დაბნელება თბილისის დროით 08:49 საათზე დაიწყება, დაბნელების პიკს 09:48 საათზე მიაღწევს და 10:52 საათზე დასრულდება.
ახალი მთვარის პიკი: 10:41სთ.
დაბნელებას საქართველოდან ვერ დავინახავთ, თუმცა მის გავლენას აუცილებლად ვიგრძნობთ.

უშუალოდ 20-22 ივნისს ნუ იკამათებთ, მაქსიმალურად აარიდეთ თავი გაუგებრობებს. სიფრთხილეა საჭირო საჭესთან და საგზაო გადასასვლელებთან. ეცადეთ, არ მიიღოთ ალკოჰოლი და მძიმე საკვები. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას⚕ იმ შემთხვევაში თუ კვირა დღის გატარება მდინარეზე, ტბაზე ან ზღვაზე გაქვთ გადაწყვეტილი, მოერიდეთ ღრმა წყალს, ნუ გარისკავთ. კარგია გეგმების შედგენა, მაგრამ ნუ დაიწყებთ ნურაფერს ახალს. იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რაც ყველაზე მეტად გსურთ, რომ მოხდეს. შეგიძლიათ, სურვილებიც თამამად ჩამოწეროთ, რისი მიღწევაც გსურთ მომდევნო თვეების განმავლობაში (მხოლოდ ახალი მთვარის პიკის მომდევნო წუთებში). არ დაგავიწყდეთ პოზიტიური მიდგომა სურვილებთან და გჯეროდეთ, რომ ყველაფერი გამოვა.

➡ თქვენს პირად რუკაში რომელ ასტროლოგიურ სახლშიც მოხვდება კირჩხიბის პირველი გრადუსი, სწორედ იმ სფეროებში გაქვთ შანსი, შეიტანოთ საჭირო ცვლილებები და სიახლეები.

➡ზემოთ აღწერილი ტენდენციები ზოდიაქოს ყველა ნიშანს ეხება, თუმცა თუ თქვენს რუკაში მზე, მთვარე, პლანეტები, კვანძები ან სხვა მნიშვნელოვანი წერტილები (ASC, DSC, IC, MC) კარდინალური ნიშნების (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა) 0-6 ან მუტაბელური ნიშნების (ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები) 26-30 გრადუსებს შორის აღინიშნება, სხვებთან შედარებით, მეტად იგრძნობთ მზის დაბნელების გავლენასა და ცვლილებების საჭიროებას.

თუ გსურთ დეტალურად შევაფასოთ თქვენი პირადი რუკა, ვნახოთ კონკრეტულად სად, რა სფეროში და როგორი მიდგომებით შეძლებთ საკუთარი თავის განვითარებას, შეგიძლიათ ისარგებლოთ პერსონალური ასტროლოგიური კონსულტაციით. ამისთვის astrolabe-ს სერვისების სექციაში დაჯავშნეთ სასურველი ფორმატი და დრო ან მოგვწერეთ შეტყობინება.

აქვე გაგაცნობთ სასიამოვნო სიახლეს⤵

astrolabe-ს იუბილესთან დაკავშირებით ყველა, ვინც 30 ივნისის ჩათვლით ისარგებლებს „ექსპრეს სტარტის“ სერვისით, საჩუქრად მიიღებს რექტიფიკაციას (1 სთ-მდე ინტერვალში დაბადების დროის დადგენა, საჭიროების შემთხვევაში) ან „ექსპრეს ერთგულს“, რომლის გამოყენებასაც შეძლებთ მომდევნო 6 თვის განმავლობაში ნებისმიერ დროს ^_^

მშვიდობასა და ბევრ სასიამოვნო სიახლეს გისურვებთ!
————–
თქვენი მეგობარი ასტროლოგი დავით ნიბლაძე

FB კომენტარები

კომენტარი