ულან-უდეში ტატუს ოსტატი მრავალი წელი საკუთარ ქალიშვილს აუპატიურებდა

155
SHARE

ულან-უდეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, რეგიონში ცნობილ ტატუს ოსტატს, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარ ქალიშვილს აუპატიურებდა.

ყველაფერი ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო, როდესაც გოგო 15 წლის იყო. 43 წლის მამაკაცი მას კამერასთან შიშველი პოზირებას აიძულებდა, ორი წლის შემდეგ კი პირველად გააუპატიურა.

პოლიციას დაზარალებულმა თავად მიმართა, როდესაც გაიზარდა და სახლიდან წასვლა გადაწყვიტა. მის მიმართვასთან დაკავშირებით შემოწმება დაიწყო. მალევე გამოძიებამ მამასა და შვილს შორის სექსუალური კავშირის ათი ფაქტი გამოავლინა, მათ შორის შვიდი შემთხვევა 18 წლის მიღწევამდე მოხდა. ბრალდებულის სახლში მეხსიერების ბარათები იპოვეს, რომლებიც საქმის ერთ-ერთი მტკიცებულება გახდა და დაექვემდებარა მუხლს-„პორნოგრაფიული მასალების დამზადება“.
დაკითხვებზე ტატუ-ოსტატი უარყოფდა ბრალს და ამტკიცებდა რომ ყველაფერი ნებით მოხდა. თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გოგონა მრავალჯერ იყო გაუპატიურების მსხვერპლი.

მამაკაცს 18 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობის მოხდა მიესაჯა. სასამართლოზე მან საბოლოოდ მაინც აღიარა, რომ მისი ცოლი „ინვალიდი“ იყო და რადგან მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ შეეძლო, ის საკუთარ შვილზე „გადაერთო“.

FB კომენტარები

კომენტარი