რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 წლის გოგონას პატარა ფისო აჩუქა – ფოტოკოლაჟი

558
SHARE

რუსეთის  პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 წლის გოგონას შოტლანდიური ჯიშის პატარა ფისო აჩუქა. მურმანსკის რეგიონში მცხოვრებ გოგონას დიდი ხნის განმავლობაში სურდა შინაური ცხოველის ყოლა. ახალი წლის დადგომასთან ერთად მან სურვილი დაწერა და ორ ადრესატთან: თოვლის ბაბუასთან და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გააგზავნა. თუ შედეგბით ვიმსჯელებთ, მისი ადრესატებიდან მხოლოდ ერთმა – ვლადიმერ პუტინმა გაამართლა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ხშირად ჩუქნის ბავშვებს შინაურ ცხოველებს. ცოტა ხნის წინ, მან პატარა ბიჭუნას ლაბრადორის ჯიშის ლეკვი გაუგზავნა.

 

 

FB კომენტარები

კომენტარი