უკრაინელი მოდელი: თბილისი – მოდის კიდევ ერთი დედაქალაქი გახდა

67
SHARE

უკრაინელი მოდელი და სტილისტი ნადია შაპოვალი თბილისში, Mercedes-Benz Tbilisi Fashion Week-ზე გატარებული დღეების შესახებ სტატიას წერს და მკითხველს საკუთარ შთაბეჭდილებას უზიარებს. „ვგიჟდები საქართველოზე. რუკაზე მოდის კიდევ ერთი დედაქალაქი გაჩნდა – და ეს თბილისია“, – წერს შაპოვალი. ნადია აღნიშნავს, რომ Mercedes-Benz Tbilisi Fashion Week-ის იდეოლოგმა – სოფო ჭყონიამ ამჯერად ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მოდის ნამდვილი დღესასწაული მოაწყო. „ქართველმა დიზაინერებმა გამოცდილება უკვე დააგროვეს და მზად არიან მსოფლიო ბაზრის საკუთარ ნაწილზე პრეტენზია თავდაჯერებულად გამოთქვან“, – წერს შაპოვალი.

FB კომენტარები

კომენტარი