უკრაინელი დეპუტატი გადაცემაში ჩარლი ჩაპლინის ფორმით მივიდა

63
SHARE

 

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩაროვი ტელევიზიის ეთერში ჩარლი ჩაპლინის კოსტიუმში გამოწყობილი მივიდა. უკრაინული არხის გადაცემა „პირდაპირ“-ში დეპუტატი მიწებებული ულვაშით, შავი კოსტიუმით და შლაპით გამოჩნდა, ხელში კი ხელჯოხი ეჭირა.
პარლამენტარის თქმით, ასე იმიტომ მოიქცა, რომ შოუმენმა და კომიკოსმა ვლადიმერ ზელენსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გააკეთა განცხადება. სახალხო დეპუტატმა მაყურებლებს თავისი დაპირება გაახსენა, რომ თუკი ზელენსკი პრეზიდენტობას დააპირებს, მაშინ ის ჯამბაზის ფორმას ჩაიცვამს.
„თქვენს ეთერში, ახალ წლამდე, მე ვთქვი, რომ ვლადიმერ ზელენსკი არ გახდება პრეზიდენტი. ვთვლიდი, რომ მას ესმის, რა არის იუმორი და ეს იყო მისი მხრიდან ყველაზე დიდი ტროლინგი, რომ ის შეიძლება გახდეს პრეზიდენტი“, – განაცხადა გონჩარენკომ.
თავის მხრივ, წამყვანმა მატვეი განაპოლსკიმ აღნიშნა, რომ გონჩარენკო ჯამბაზის ფორმით არ მოსულა. დეპუტატმა კი უპასუხა, რომ ჩარლი ჩაპლინი – მსოფლიოში საუკეთესო ჯამბაზია. ამის შემდეგ, „ხუმარა“ დეპუტატს წამყვანმა ულვაშის მოხსნა სთხოვს, რათა სერიოზულ თემებზე საუბარი დაეწყოთ, რაზეც გონჩარენკო უყოყმანოდ დასთანხმდა.

FB კომენტარები

კომენტარი