“…უკან გაიყარეთ ნამგალი და ურო”- ვახტანგ რჩეულიშვილს უცენზურო ლექსი მიუძღვნეს

208
SHARE

ყოფილი დეპუტატი ვახტანგ რჩეულიშვილი ფეისბუქში მისი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდს და საქართველოს ძველ პოლიტიკოსებს იხსენებს. საზოგადოებას ის იმ უცენზურო ლექსის შესახებ ესაუბრება, რომელიც მას ყოფილმა დეპუტატმა, პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა მიუძღვნა.
„ჯანსუღ ჩარკვიანი დეპუტატობისას კოლეგებს ხშირად გვიწერდა უცენზურო ლექსებს. მეც მომწერა „სოციალისტებზე“, რომელიც ასე მთავრდებოდა: “…უკან გაიყარეთ ნამგალი და უროო”. იქვე სესიაზე ვუპასუხე ლექსითვე: “ვინ რას იყრით ტრაქციაში, მოიკითხეთ ფრაქციაში” (ჟვანია იყო მაშინ მმართველი პარტიის გენერალური მდივანი).
შევარდნაძემ კი ერთხელ თავად წამიყვანა ნოდარ დუმბაძის იუბილეზე ხიდისთავში, სადაც ისე გამომათვრეს გურული ჭაჭით, რომ ოზურგეთის თეატრში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის მეგობრებად მოხსენიებისას შევარდნაძეს პირდაპირ დარბაზში ვკითხე: “რა ნიშნით ირჩევთ მეგობრებს, ბატონო ედუარდ?” უხერხული მდგომარეობიდან თავად შევარდნაძემ გამომიყვანა: “მამათთან სიახლოვის ნიშნითო”! არასოდეს დამავიწყდება ცნობილი ქართველი მოღვაწეები, რომელთანაც პოლიტიკამ შემახვედრა“, – წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი