უგანდას ეროვნულ პარკში ლეოპარდმა 3 წლის ბავშვი შეჭამა

196
SHARE

უგანდაში მდებარე საფარის პარკში, რამდენიმე დღის წინ, ტრაგედია მოხდა. ლეოპარდმა 3 წლის ბიჭი ძიძას მოპარა და ბუჩქებში გადამალა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, პატარას გვამის ნაწილები პოლიციამ გატაცების ადგილიდან ახლოს იპოვა. აღმოჩენილია ბავშვის თავის ქალა და ჩონჩხის გარკვეული ფრაგმენტები. პოლიციის განცხადებით, ძიძამ ბავშვის ყვირილზე მაშინვე მიირბინა დასახმარებლად, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო. ლეოპარდმა ბავშვი უკვე ტყის მასივისკენ გაიტაცა და ხეებს მიღმა ნადავლითურთ გაუჩინარდა. ამ წუთებში ლეოპარდზე ნადირობა მიმდინარეობს, რათა მისი დაჭერა და იზოლირებულ ვოლიერში გააყვანა მოხდეს. პარკის რეინერის განცხადებით, როდესაც ლეოპარდი ადამიანის ხორცს აგემოვნებს, ამის შემდეგ, შესაძლოა, ცხოველმა ცდუნებას ვერ გაუძლოს და სხვა ადამიანებზე ნადირობაც დაიწყოს.

Comments

comments