ვინ არის 9 წლის ბიჭი, რომელიც გურიაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

313
SHARE

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში 9 წლის ბიჭი ეზოში თამაშისას საქანელიდან გადმოვარდა და დაიღუპა. გარდაცვლილი ბავშვი მეოთხე კლასის მოსწავლე გიორგი ბოლქვაძე იყო.
ამბავი სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორმა ხათუნა აფზახავამ გაავრცელა.
“თავზარდამცემი ამბავი გავიგე ამ საღამოს… სიტყვები… ემოციები… ცრემლებიც კი უძლურია ამ ტრაგედიის გამოსახატავად …ტრაგიკულად გარდამეცვალა მე-4 კლასის მოსწავლე გიორგი ბოლქვაძე.
გაუფრთხილდით შვილებს
..გაუფრთხილდით მოსწავლეებს…გაუფრთხილდეთ ერთმანეთს…”,- წერს დირექტორი სოციალურ ქსელში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

FB კომენტარები

კომენტარი