ტურისტი ზიპლაინის კაბელის გაწყვეტის შედეგად დაიღუპა

52
SHARE

კანადელი ტურისტი ტაილანდში ზიპლაინის კაბელის გაწყვეტისას 100 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.
არსებული ინფორმაციით, 25 წლის კაცი ტაილანდში მეგობარ გოგოსთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. უბედური შემთხვევა ქალაქ ჩიანგ მაიში მოხდა.
ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებების გამო ატრაქციონი დახურულია.
მსგავსი ფაქტი ტაილანდში 2016 წელსაც დაფიქსირდა, როდესაც ისრაელიდან ჩასული 3 ტურისტი ზიპლაინიდან ჩამოვარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო.

FB კომენტარები

კომენტარი