ტურისტებს ტაქსიში 30 ათასი ევრო დარჩათ

169
SHARE

სტამბულში ორ ტურისტს ტუნისიდან ტაქსიში 30 ათასი ევრო დარჩა. ამის შესახებ ტელეარხი “CNN Turk”-ი იუწყება.
“ორ ტუნისელ ტურისტს, რომელმაც სტამბულის აეროპორტში ტაქსი აიყვანა, მანქანაში ჩანთა დარჩა, სადაც 30 ათასი ევრო იდო. მძღოლმა ის მაშინ აღმოაჩინა, როდესაც მანქანაში შემდეგი მგზავრი ჯდებოდა. მან მაშინვე დაუბრუნა ჩანთა მფლობელებს”, – ნათქვამია ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტუნისელებმა მადლობა გადაუხადეს ტაქსისტს და, ჯილდოს სახით, 100 ევრო მისცეს.
20 წლის მძღოლმა, ჰაკან კანატმა თურქულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მას აზრადაც არ მოსვლია, ჩანთა მიეთვისებინა; და უფრო მეტიც, ღელავდა, შეძლებდა თუ არა მფლობელების პოვნას.

 

FB კომენტარები

კომენტარი