„ტრუსებიც გაიხადეთ და ბარემ ისე იცეკვეთ ქართული ცეკვა” – ვიდეო

188
SHARE

 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც “ეროვნულ ცეკვას” ტრუსებში და საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ქართველი ახალგაზრდები ასრულებენ, საზოგადოების დიდი გაღიზიანება და უკმაყოფილება მოჰყვა.
,,მე შემრცხვა თქვენ მაგივრად! მთელი ცხოვრება ვცეკვავდი ქართულ ცეკვებს და იმას მასწავლიდნენ, ვაჟის ჩოხა არ უნდა შეეხოს ქალის კაბასო. რას დაამსგავსეთ ქართული ცეკვა! თან მთიულური! თქვენს პედაგოგს საერთოდ არ ესმის, რას გასწავლით?
ერთი ჭკუადამჯდარი მშობელი მაინც არ გერიათ ჯგუფში? თურქების წინ ტიტვლებმა როგორ იხვანცალეთ, არ გრცხვენიათ?! თურქი კაცები თავის ქალებს დაგანახვებენ შიშველს? არადა, მაგათთვის უფრო დამახასიათებელი იყო ჰარემის ქალების ნახევრად შიშველი სხეულით როკვა.
მაგრამ მხოლოდ ჰარემის შეიხისათვის და არა ქუჩაში, ყველას დასანახად! ქართველო ბიჭებო, ტრუსებით როგორ ცეკვავთ და თქვენი გოგონები როგორ გამოაჭენეთ ტიტვლები, ჰა? სად არის თქვენი თავმოყვარეობა!”
,,რაღაც წმინდა ხომ უნდა არსებობდეს? ბარემ ტანზე გაიხადეთ და ისე იცეკვეთ ქართული ცეკვები, ეს არის ქართულის, ეროვნულის შეურაცხყოფა”, – წერს აღშფოთებული საზოგადოება სოციალურ ქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი