ტრანსგერდერი ნატალია მაჭარაშვილი – ეჭვი მეპარება, რომ ეს ჟიურის გადაწყვეტილება ყოფილიყო

190
SHARE

ნატალია მაჭარაშვილი სილამაზის კონკურსის ორგანიზატორებს გაუნაწყენდა, იმის გამო, რომ მათ ”კრუიზში” მისულს ყურადღება არ მიაქციეს.

”მოგესალმებით ყველას. პატარ განცხადებას გავაკეთებ mister &mis golden brand-ის კონკურსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ მე ამ კონკურსში ვღებულობდი მონაწილეობას.

მაგრამ რაღაცა მიზეზებისდა გამო გამოვეთიშე კონკურს.

დღეს ფინალზე ბატონმა გიორგი მასხულიამ პირადად მიმიწვია სტუმრის სახელით ,თუმცა იქ მისულს სრული ქაოსი დამხვდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უნდა მომსალმებოდნენ მაინც, ეგ არაფერი, ფოიეში ვიდექი ვურეკავდი და ტელეფონები გამომირთეს. დარბაზში შესულს კი ქალბატონმა ლანდა მასხულიამ დამინახა თუ არა, ზურგი მაქცია და დაჯდა. აღმოვჩნდი გაურკვეველ სიტუაციაში და მხოლოდ ამის შემდეგ დავტოვე დარბაზი. არადა მე ვიყავი ის ადამიანი ვინც მაგათი კონკურსი ესე გააპიარა. არამგონია, ისე ვინმეს დაინტერესებოდა, თუ ვინ რა კონკურს ატარებს. უბრალოთ საწყენია, როცა ვიღაცა რაღაცის გამო გიყენებს და შენით იკეთებს პიარს, მონაწილეებს ყველას წარმატებებს ვუსურვებ, გულწრფელი ვარ.

მე ჩემით არ მივსულვარ შესარჩევზეც. თვითონ მიმიწვია ბატონმა სოსო კავკავაშვილმა. ბექა სეფაშვილს და გოგონას რომელმაც გაიმარჯვა, ვულოცავ გამარჯვებას. თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ეს ჟიურის გადაწყვეტილება ყოფილიყო. მადლობთ.”

წყარო: http://gogaggg.com

FB კომენტარები

კომენტარი