ტრამპს Apple-ის გენერალურ დირექტორის გვარი დაავიწყდა

34
SHARE

აშშ-ს პრეზიდენტმა არასწორად დაასახელა ამერიკული სმარტფონების მთავარი მწარმოებელი კომპანიის ტოპ-მენეჯერის გვარი.
დონალდ ტრამპს “თეთრ სახლში”, შრომის და დასაქმების სამინისტროსთან არსებული საბჭოს სხდომაზე დაავიწყდა რა გვარის არის Apple-ის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი. პრეზიდენტმა ქვეყნის ეკონომიკაში მის დიდ წვლილზე ისაუბრა -„ჩვენ ვაფასებთ ამას, ტიმ ეფლ“, -თქვა ტრამპმა.
ტიმ კუკი ამ დროს პრეზიდენტის გვერდით იჯდა და პრეზიდენტს თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა. ტოპ-მენეჯერმა ახალი პროგრამა წარმოადგინა და საგანმანათლებლო სივრცეში მის დანერგვაზე მოხსენება გააკეთა.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპს ბიზნესმენის გვარები ავიწყდება. ახლახან, მან კომპანია „Lockheed“-ის აღმასრულებელ დირექტორ მარილინ ჰიუსონს, მარილინ ლოკჰიდი უწოდა.

FB კომენტარები

კომენტარი