ტრამპი კონგრესში სიტყვით გამოსვლისთვის ემზადება (ვიდეო) ​

141
SHARE

ტელეკომპანია “NBC”-მ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ემზადება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესში სიტყვით გამოსვლისთვის.
ტრამპთან ერთად, ლიმუზინში მისი მეუღლე – მელანიაც იმყოფება. ეს ვიდეო ტელეკომპანიამ პირდაპირ ეთერში აჩვენა, ხოლო შემდეგ ტვიტერის გვერდზეც დადო. ​კადრებში ჩანს, თუ როგორ კითხულობს ტრამპი ფურცლიდან კონგრესში სიტყვით გამოსვლის ტექსტს. ტელეკომპანიის კომენტატორები ვარაუდობენ, რომ ასე შეერთებული შტატების პრეზიდენტი კონგრესში სიტყვით გამოსვლისთვის ემზადება.
რამდენიმე წუთში მანქანა ადგილიდან დაიძრა და თვალთახედვიდან გაქრა.

FB კომენტარები

კომენტარი