ტრამპისა და მაკრონის “მეგობრობის ხე” გახმა

31
SHARE

მუხის ხე, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა – ემანუელ მაკრონმა თავიანთი ქვეყნების მეგობრობის სიმბოლოდ დარგეს, გახმა.
მაკრონმა მუხის ხის ნერგი ტრამპს საჩუქრად გადასცა ამერიკის საზღვაო ძალების პატივისცემისა და ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომლებმაც პირველი მსოფლიო ომის დროს ბელი ვუდში სიმამაცე გამოიჩინეს. ნერგი იმ ადგილიდან მოიტანეს, სადაც ამერიკელი სამხედროები იბრძოდნენ. პრეზიდენტ მაკრონის თქმით, ეს ხე იქნება იმის სახსოვარი, თუ როგორ დააკავშირა აღნიშნულმა ბრძოლამ ორი ქვეყანა.
ნერგი პრეზიდენტებმა “თეთრი სახლის” ეზოში დარგეს, თუმცა, როგორც ფრანგული მედია იუწყება, იგი მალევე გახმა.

FB კომენტარები

კომენტარი