ტრამპები, როგორც ჩანს, შერიგდნენ – მელანიას ქმართან ფოტოების გადაღებაზე უარი აღარ უთქვამს

183
SHARE

ბოლო პერიოდში აშშ-ს პრეზიდენტისა და მისი ცოლის ურთიერთობა ჟურნალისტებისთვის ყველაზე აქტიური სასაუბრო თემაა. პირველი ლედის წარმომადგენელმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მელანია თეთრი სახლიდან წავიდა და ერთი კვირის მანძილზე ვაშინგტონის ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა.

რამდენიმე დღის წინ დონალდი და მელანია ფლორიდაში ჩაფრინდნენ, პალმ ბიჩზე, საკუთარ ვილაში უქმეების გასატარებლად. თვითმფრინავიდან გადმოსული წყვილი ფოტოკამერების წინ უნდა შეჩერებულიყო, თუმცა პირველმა ლედიმ ქმართან ერთად სურათის გადაღებაზე უარი თქვა, სწრაფად ჩაუარა მას გვერდით და მანქანაში ჩაჯდა.

თუმცა, მათი ურთიერთდამოკიდებულება რადიკალურად იყო შეცვლილი
“ტრამპის საერთაშორისო გოლფ კლუბის” წვეულებისას. ამჯერად ტრამპები საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდნენ და ფოტოკამერების წინ პოზირებდნენ.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მელანიას ჩაცმულობამ, თეთრი ჯინსის შარვალი მის შესანიშნავ აღნაგობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპისა და პორნომსახიობის – სტორმი დენიელსის შესაძლო რომანის შესახებ გახდა ცნობილი.

წყარო: ამბები.გე

Comments

comments