ტრავმირებული ლიონელ მესი მიმართვას ავრცელებს – „ვმუშაობ გამოსაჯანმრთელებლად  და დავბრუნდები ძლიერი!“

44
SHARE

არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი FACEBOOK-ში მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ გამოსაჯანმრთელებლად აქტიურად მუშაობს. ფორვარდმა სოციალური ქსელში მისი დაზიანებული ფეხის ფოტოც გამოაქვეყნა.

1

„ეტაპობრივად ვმუშაობ გამოსაჯანმრთელებლად  და დავბრუნდები ძლიერი. ასევე მინდა მოკითხვა გადავცე არგენტინის თანაგუნდელებს ბევრი მხარდაჭერისთვის,“ – წერს ტრავმირებული ფეხბურთელი.

ტრავმის გამო ლიონელ მესის 2 თვის გამოტოვება მოუწევს. „ბარსელონას“ თავდამსხმელმა მარცხენა მუხლის იოგების ტრავმა, ესპანურ პრიმერაზე საშინაო მატჩის მე-6 ტურში, ლას-პალმასომთან შეხვედრის დროს მიიღო. ფეხბურთელი მატჩის მე-10 წუთზე შეცვალეს.

საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევების შემდგომ გაირკვა, რომ ფეხბურთელს თამაში 7-დან  8 კვირის განმავლობაში აეკრძალა.

მიმდინარე სეზონში ესპანურ პრიმერაზე მესიმ 6 მატჩი ჩაატარა, რომელთა შორის 3 გოლი (ერთი პენალტით) გაიტანა, ასევე ორი საგოლე პასი გადასცა.

2

FB კომენტარები

კომენტარი