ტრაგედია საბერძნეთის სანაპიროსთან – 28 მიგრანტი ზღვაში დაიხრჩო (ფოტოკოლაჟი)

89
SHARE

საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების გადაყვანის დროს, ზღაში კიდევ ერთი ნავი გადაბრუნდა. ინციდენტის შედეგად წყალში 28 ადამიანი დაიხრჩო. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.  ნავში სულ 100-მდე მიგრანტი იმყოფებოდა. სირიელი და ავღანელი ლტოლვილები საბერძნეთის კუნძულ ლესბოსისკენ მიცურავდნენ, რა დროსაც მათი ნავი ზღვაში ამობრუნდა.
მაშველებმა 60-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ზოგიერთმა მიგრანტმა კი წყლიდან ნაპირისკენ გამოცურვა თვითონ შეძლო. ტრაგედია კუნძულ ფარმაკონისიდან აღმოსავლეთით მოხდა. სამძებრო სამუშაოებს შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ახორციელებენ. ფოტოკადრებში, რომელიც დასავლურმა მედიამ გაავრცელა, კარგად ჩანს თუ როგორ ცდილობენ წყალში ჩავარდნილი მშობლები მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენას.
მიგრანტებით სავსე ნავი ზღვაში რამდენიმე დღის წინაც ამობრუნდა. ტრაგედიამ, რომელიც თურქეთის სანაპიროსთან მოხდა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის იყო 3 წლის აილან კურდიც. დამხრჩვალი სირიელი ბიჭუნას ფოტოებმა, რომელიც ზღვამ ნაპირზე გამორიყა, მსოფლიო შოკში ჩააგდო.

10421495_10153370106433110_2055075297242383073_n 12004841_10153370106648110_5383652623492326183_n 12006189_10153370106288110_6901265619545112212_n 12011137_10153370106303110_4178617917548814426_n

FB კომენტარები

კომენტარი