ტორტი „ფიფქი“

79
SHARE

ინგრედიენტები: ორცხობილა – 300 გრ, კვერცხი – 4 ცალი, რძე – 250 მლ, კარაქი – 100 გრ, შაქარი – 150 გრ, ვანილის შაქარი – 1 ჩაის კოვზი. მოსართავად: შოკოლადი – 1 ფილა, პიტნა, ალუბალი.

მომზადების წესი: კვერცხი ავთქვიფოთ და რძე დავუმატოთ. მიღებული მასა 15 წუთით ცეცხლის ორთქლზე დავდგათ. ორცხობილა დავფშხვნათ. კარაქი წვრილად დავჭრათ, შაქარი და ვანილი დავუმატოთ და კვერცხი მასას შევურიოთ. შემდეგ ორხცხობილა დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. მასა ფორმაში მოვათავსოთ და ღუმელში 5 -6 საათით გამოვაცხოთ. ბოლოს კი გამდნარი შოკოლადითა და ალუბლებით მოვრთოთ.

FB კომენტარები

კომენტარი