ტორტი „თოვლის პაპა“

373
SHARE

ინგრედიენტები: ბისკვიტისთვის: კვერცხი – 9, ფქვილი 1,5 ჭიქა, შაქარი – 1,5 ჭიქა.

კრემისთვის: ნაღები – 1 ლიტრი, შაქარი -2-3 ჭიქა. წითელი დანამატი. ხილი: ბანანი – 3 ცალი, კივი – 4 ცალი, დაკონსერვებული ანანასი – 1 ქილა, შავი მრგვალი შოკოლადი- 2 ცალი, ვარდისფერი მრგვალი შოკოლადი – 3 ცალი.

მომზადების წესი: კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ. შემდეგ ფქვილი დავუმატოთ. 180 გრასუსზე მრგვალ ფორმაში 20-30 წუთი ვაცხოთ. კრემი: შაქარი და ნაღები ავთქვიფოთ. კრემის მცირე ნაწილს ქუდისთვის წითელი დანამატი შევურიოთ. გამომცხვარი ბისკვიტი შუაზე გავჭრათ და ანანასის სიროპით დავნამოთ. ფენები ასე განვალაგოთ: პირველი ფენა – კრემი, შემდეგ – დაჭრილი ხილი, ისევ კრემი, ბისკვიტის მეორე ნაწილი და ისევ იმავე თანამიმდებრობით ვიმეორებთ. ბოლოს კი კრემით თოვლის პაპის სახე მოვხატოთ.

FB კომენტარები

კომენტარი