“ტოროლა”, “ბუ”, “დათვი”, თუ “დელფინი” – რჩევები დღის ან, ღამის ადამიანებს

131
SHARE

დილის ადამიანი ხართ, თუ – ღამის? არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ადამიანებს, ძილისა და შრომისუნარიანობის მიხედვით, ორ კატეგორიად ჰყოფენ. დილის ადამიანებად და ღამის ადამიანებად. ანუ “ტოროლად” და “ბუდ”. თუმცა, დღესდღეობით, ძილის ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს დაყოფა, მაინცდამაინც, ზუსტი არ არის. თანაც, ძილის გრაფიკის აუცილებლად „ტოროლას“, ან „ბუს“ რეჟიმზე გადაწყობა ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ძილის სპეციალისტი და ბესტსელერის ავტორი, მაიკლ ბრუსი აცხადებს, რომ, ძილის მიხედვით, არსებობს კიდევ ორი კატეგორიის ადამიანები – “დათვები” და “დელფინები”.

თუ დილას ადრე გაღვიძება არ გიჭირთ და, ფიზიკური თუ გონებრივი აქტივობით, დილის საათებში უფრო პროდუქტიული ხართ, მაშინ თქვენ “ტოროლას” გიწოდებენ. მეორენაირად, ამ ტიპის ადამიანებს “ლომებსაც” უწოდებენ. სტატისტიკურად, ადამიანების მხოლოდ 15% მიეკუთვნება “ტოროლებს”. ბუნებრივად, “ტოროლებს”ადრე ეღვიძებათ – დაახლოებით, 5:30-ზე. ეს, ერთი მხრივ, დილით ადრე ადგომის პრობლემას გამორიცხავს. თუმცა, რაც შეეხება გამოძინებას, ამ მხრივ, საქმე ცოტა რთულად აქვთ. სპეციალისტები მათ ურჩევენ, საღამოობით (ან დილით) ადრე ივარჯიშონ: საღამოს ვარჯიში აქტიური დღის გახანგრძლივებაში დაეხმარებათ და, შესაბამისად, დილით ნორმალურ დროს – არც ძალიან ადრე გაეღვიძებათ. morning good mood people-ის სურათის შედეგი

“ბუები” პროდუქტიულები საღამოსა და ღამის საათებში არიან. მათ შეუძლიათ, გვიანობამდე არ დაიძინონ. სამაგიეროდ, დილით ადრე გაღვიძება უჭირთ. „ბუების“ ამოცნობა ერთ-ერთი იმ თვისებითაც შეიძლება, რომ საუზმე არ უყვართ და ლანჩის, ან ვახშმის მირთმევას ამჯობინებენ. “ბუებს” სპეციალისტები, დილაობით, ფანჯარასთან მისვლასა და მზის სხივებთან მიფიცხებას ურჩევენ: მზის სხივები თვალის განსაკუთრებულ უჯრედებზე მოქმედებს და მელატონინის გამოყოფას ამცირებს, რაც „ბუების“ უდიდესი პრობლემაა. დილით, მათ გრილი შხაპის მიღებასაც ურჩევენ, მხოლოდ ზომიერი ტემპერატურის და არა ცივის, ან ცხელის, რადგანაც ცხელი წყალი ადამიანს ძილისკენ განაწყობს. late night sleeples people-ის სურათის შედეგი

სტატისტიკური მონაცემებით, ადამიანების უმრავლესობა (50-55%) „დათვია“ – რაც შუადღისას აქტიურობასა და ენერგიულობას გულისხმობს. ამ ტიპის ადამიანები, დაახლოებით, 7 საათზე იღვიძებენ და ყველაზე პროდუქტიულები შუა დღის საათებში არიან. ამ კატეგორიის წარმომადგენლებს ურჩევენ, ისე გაიღვიძონ, რომ მაღვიძარა არ დააპაუზონ. შემდეგ კი, სანამ ყავას მიირთმევენ, ერთი ჭიქა წყალი დალიონ. „დათვებს“ ყველაზე მხიარულ, უპრობლემო და კომუნიკაბელურ ადამიანებად ახასიათებენ და ხაზგასმით მიუთითებენ, წყლის ბალანსი აკონტროლონ. normal people working noon-ის სურათის შედეგი

რაც შეეხება “დელფინებს” – ამ კატეგორიას უწოდებენ მათ, ვისაც ძილის სერიოზული პრობლემები აქვთ და ინსომნიით იტანჯებიან. “დელფინებს” ურჩევენ, რომ ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ, განსაკუთრებით კი – საღამოს საათებში. სასურველია, საღამოობით ფეხით ისეირნონ, ჯანსაღად იკვებონ და საუზმე ცილებით მდიდარი პროდუქტებით გაამდიდრონ. insomnia-ის სურათის შედეგი

 

 

სოფიო რატიშვილი

FB კომენტარები

კომენტარი