ტოპ სამი სუპერ-ცოლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

99
SHARE

მართალია ნებისმიერი ადამიანი ინდივიდია და მხოლოდ მისთვის დამახასიაეთებელი სახასიათო შტრიხებით გამოირჩევა, ამიტომ ის თუ კონკრეტულად როგორ გაართმევს თავს ესა თუ ის ინდივიდი მეუღლის მოვალეობას დიდწილად არის დამოკიდებული მის პირად ასტროლოგიურ რუკაზე. თუმცა ასტროლოგები თვლიან რომ არსებობს საკმაოდ ზუსტი სტატისტიკა – რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალებს შორის ვხვდებით იდეალურ ან იდეალურთან მიახლოვებულ პოტენციურ მეუღლეებს.

კურო – ქალი კურო გასაოცარი სულის სიძლიერით და ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევა. თქვენ შეიძლება გეგონოთ რომ ამ მშვიდ, აუღელვებელ და ცოტათი ინერტულ მანდილოსანს არანაირად არ გააჩნია პრინციპული ხასიათი და ცხოვრებაში კონკრეტული პრიორიტეტები. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცდებით. კურო მშვიდი არსებაა, თავს არასოდეს აბეზრებს არავის ხმამაღალი ლოზუნგებით, ამიტომ ცოლის როლშიც იგივე პოლიტიკას მიმართავს. ოჯახს ყოველთვის სერიოზული განსჯისა და აწონ-დაწონვის შემდეგ ქმნის, სამაგიეროდ ვისაც აირჩევს მას ბოლომდე უერთგულებს. შეუძლია ნებისმიერი განსაცდელის დროს დაუდგეს ქმარს გვერდით როგორც თანასწორი და გაამხნევოს იგი სულიერად. ასეთი ქალი მამაკაცისთვის ჭეშმარიტი განძია, იმიტომ რომ მას გააჩნია მყარად ჩამოყალიბებული შეხედულებები და პრინციპები, რომელსაც მარტივად არასოდეს შეცვლის. შესაბამისად ოჯახის და ქმრის მიმართ მისი ერთგულება ჭეშმარიტად იმსახურებს აღფრთოვანებას.

კირჩხიბი – მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს რომ საკუთარი თავის სრულად მიძღვნა შეუძლია ოჯახისთვის. ქალი კირჩხიბი გასაოცარი თავგანწირვით გამოირჩევა თუკი საქმე ოჯახს და ოჯახის ინტერესებს შეეხება. მას შეუძლია მეუღლეს ძალიან ბევრი შეცდომა აპატიოს, გაუგოს და კიდევ ერთი შანსი მისცეს მეასიათასეჯერ. მართალია ცოტა ბუტია და ფხუკიანია დროდადრო, მაგრამ ამის კომპლენსირებას მოსიყვარულე ხასიათით და გასაოცარი კულინარიული ოსტატობით ახერხებს. იგი უზომოდ მზრუნველია როგორც დედა, შესაბამისად ბავშვებზე და ოჯახზე წინ არასოდეს დააყენებს კარიერას და პროფესიულ მიღწევებს.

სასწორი – მისი გარეგნული იმიჯი ხშირად აბსოულუტურად მცდარ „მესიჯს“ აგზავნის საზოგადოებაში. ერთი შეხედვით სათუთი, პრანჭია და თავქარიანი მოჩანს, მაგრამ სწორედ ამ „ქალურ სისუსტეშია“ მისი სიძლიერე. სასწორი ქალი დიპლომატიური, წინდახედული და ძალიან გამჭრიახია. მას შეუძლია გაჩუმდეს საჭირო მომენტში და დაუთმოს მამაკაცს, რათა ამ უკანასკნელს თავი სიტუაციის ბატონ-პატრონად აგრძნობინოს. თუმცა არც ის შანსი გამოეპარება როცა შესაძლებელია მეუღლეს საკუთარი მოსაზრებით მოქცევისკენ უბიძგოს. მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოს, იგი არასოდეს გააკეთებს ამას ზეწოლის ან ტვინის ბურღვის მეშვეობით. შესაბამისად მამაკაცები აღმერთებენ სასწორ ცოლებს, მათი თანდაყოლილი სიბრძნის და დიპლომატიურობის გამო. ამას გარდა ეს ის ქალია, რომელსაც გააჩნია გასაოცარი სიჯიუტე, როცა საქმე კონკრეტული მოსაზრების დაცვას ეხება. გარეგნული სირბილის მიუხედავად სასწორ ქალს შესწევს ძალა, ყოველთვის დარჩეს საკუთარ პოზიციაზე მით უმეტეს თუკი გარშემომყოფები გააფთრებით ცდილობენ მას მოსაზრება შეაცვლევინონ.

FB კომენტარები

კომენტარი