ტომ კრუზი ქალიშვილის დაბადების დღეზე კვლავ არ ჩავიდა

70
SHARE

ჰოლივუდის მსახიობი ტომ კრუზი კვლავ არ ჩავიდა ქალიშვილის დაბადების დღეზე, რომელიც 3 წელია არ უნახავს. გოგონას 10 წელი უსრულდება და ეს უკვე მესამე დაბადების დღეა, რომელსაც ბავშვი უმამოდ აღნიშნავს, – წერს უცხოური მედია.
მსახიობმა კვლავ ბოდიში მოუხადა შვილს და აღნიშნა, რომ გადაღებებითაა დაკავებული და „ვერ გაიხლიჩება“.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ძალიან განიცდის ცნობილი მამის ასეთი დამოკიდებულებას.
გაირკვა, რომ ტომმა თავად დაიჭირა დისტანცია იმის გამო, რომ მისი ყოფილი მეუღლე, მსახიობი ქეითი ჰოლმსი საიენტოლოგიური ეკლესიის წინააღმდეგაა განწყობილი. ტომ კრუზი კი ამ ეკლესიის ადეპტია. რაც შეეხება ყოფილი მეუღლეების შვილს, კრუზმა მასთანაც გაწყვიტა ურთიერთობა, რადგან დედას მასზე დიდი ზეგავლენა აქვს, – წერს უცხოური მედია.

FB კომენტარები

კომენტარი