ტოკიოში საკუთარი ვაგინის ფორმის ნავის შემქნელი გოგონა დააპატიმრეს

110
SHARE



ტოკიოში იაპონელი მხატვარი მეგუმი იგარაში დააპატიმრეს. გახმაურებული არტ–ობიექტის, საკუთარი ვაგინის ფორმის კანოეს შემქნელს ამორალური საქციელისთვის წაუყენეს ბრალი. ამ ინფორმაციას გამოცემა The Independent–ი ავრცელებს.
გარდა ამისა, იგარაში ელექტრონულ ფოსტებზე სპამს ავრცელებდა, რომელიც მისი ვაგინის სამგანზომილებიან გამოსახულებას წარმოადგენდა და მომხმარებლებს თავის შემოქმედებით გეგმებსაც ატყობინებდა.
მხატვარი ამჟამად დაკავებულია და მას ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ორნახევარი მილიონი იენის (დაახლ. 21 ათასი დოლარი) ჯარიმა ემუქრება.
ანალოგიური ფაქტი უკვე მოხდა 2014 წლის ივლისში, როდესაც იგარაში იმავე ბრალდებით დააკავეს. მხოლოდ იმ შემთხვევისას მხატვართან ერთად სექს–შოპის მეპატრონეც დააპატიმრეს. მის მაღაზიაში მეგუმის მიერ შექმნილი სექს–სათამაშოები იყიდებოდა. მეგუმი იგარაში – იაპონელი მხატვარი და სკულპტორია. ის ასევე ცნობილია ფსევდონიმით როკუდე ნაშიკო („განკიცხული ბავშვი“). მხატვრის წინა დაპატიმრებამ იაპონიაში ცენზურის და ქალის უფლებების თემასთან დაკავშირებით ცხარე დებატები გამოიწვია. თუმცა მაშინ იგარაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გარეშე გაანთავისუფლეს.

FB კომენტარები

კომენტარი