ტიფანი ტრამპს ფეხსაცმლიდან იარლიყის მოხსნა დაავიწყდა (ფოტო)

166
SHARE

 ტიფანი ტრამპი, შვილებთან ერთად, მადლიერების დღესასწაულს “თეთრი სახლის” ზამთრის რეზიდენციაში გაატარებს. პაპარაცებმა ტიფანი და მელანია ტრამპები მაშინ დააფიქსირეს, როდესაც პირადი თვითმფრინავით ფლორიდაში ჩაფრინდნენ. ტიფანი ე.წ. ათასწლეულის ვარდისფერ პალტოში იყო გამოწყობილი და როგორც ფოტოებში ჩანს, ფეხსაცმლიდან იარლიყის მოხსნა დაავიწყდა. მოგვიანებით, ეს მისმა უფროსმა დამ, ივანკამ შეამჩნია და უმცროს დას იარლიყი თავად მოხსნა.
რამდენიმე დღით ადრე, ტიფანი თავის მეუღლესა და შვილებთან ერთად ინდაურების შეწყალების ცერემონიას დაესწრო, სადაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერთი ინდაური, სახელად პია, შეიწყალა.
“მე მაქვს პატივი, მოგახსენოთ, რომ დღევანდელი იღბლიანი ფრინველისა და პატივსაცემი სტუმრის სახელია პია. ხმის მიცემის პროცედურა იყო ღია და დემოკრატიული. ამ შეჯიბრში პიასთან ერთად ქეროთსი მონაწილეობდა. ძალიან ვწუხვარ, ქეროთს, მაგრამ უნდა გამცნო, რომ გადაწყვეტილება არის საბოლოო და არ შეიცვლება “, – განაცხადა ტრამპმა ცერემონიაზე.

 

FB კომენტარები

კომენტარი