„ტილებსაც უნდათ კარგი ცხოვრება“ – პედიატრის სახალისო მიმართვა მშობლებს

820
SHARE

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ბავშვების დატიალიანების საკითხზე სახალისო პოსტს აქვეყნებს და მშობლებს მიმართავს.

„ჩემო ძვირფასო მშობლებო, ნუ შეიწუხებთ თავს იმაზე ფიქრით, თუ რატომ დაემართა დატილიანება მაინცდამაინც თქვენს, სუფთა და ხუჩხუჩა, ჰიპერაპეკით და ჰიგიენაზე განსაკუთრებულად აქცენტირებულ შვილს… ყველაფერი შეიცვალა, მოდა, მიმდევრობები, ცხოვრების სტილი, ზოგადად აზროვნება, ტილებმაც მოახდინეს თავისი გემოვნების მოდერნიზაცია და შეუყვარდათ ფრანგული სურნელი, განსაკუთრებული რუდუნებით შერჩეული სურნელოვანი და ძვირადღირებული შამპუნით დაბანილი ბავშვების სრიალა თმა და გადაწყვიტეს საცხოვრებელი პირობების შეცვლა, ეს არის პასუხი თქვენს კითხვებზე… ტილებსაც უნდათ კარგი ცხოვრება, ბოლოს და ბოლოს. მიყვარხართ მე თქვენ და თქვენი შვილები, არ იდარდოთ, ყველაფრიდან არსებობს გამოსავალი“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი