ტესტი: ვის წაიყვანდი თან?

92
SHARE

წარმოიდგინე სიტუაცია: საკუთარი ავტომობილით მიდიხარ ბნელ ღამეს ქუჩაში და უცებ ხედავ ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ სამ ადამიანს. ეს ადამიანები არიან:
1. მოხუცი, რომელიც ძლივს დგას ფეხზე და ცუდად არის;

2. ძველი მეგობარი, რომელმაც ოდესღაც სიკვდილისგან გიხსნა;

3. შენი ოცნების გოგონა/ბიჭი.

ვის წაიყვანდი ამ სამიდან, თუკი შენი მანქანა მხოლოდ ორადგილიანია? დაფიქრდი და არჩევანი მანამ გააკეთე, სანამ ტექსტს ბოლომდე წაიკითხავდე.

პასუხი:

სინამდვილეში ამ მორალურ-ეთიკური დილემის გადაჭრა ერთ-ერთ კომპანიაში საპასუხისმგებლო ვაკანსიაზე მისულ პრეტენდენტებს სთხოვეს. მათ შეეძლოთ აერჩიათ და წაეყვანათ მოხუცი, დაუძლურებული

მოხუცი: პირველ რიგში ხომ ვალდებული ხართ, ადამიანი იხსნათ?! ან აგერჩიათ ძველი მეგობარი, რადგან მან ოდესღაც სიკვდილისგან გიხსნათ და ეს საუკეთესო შანსი იქნებოდა მისთვის მადლობის გადასახდელად. თუმცა, შანსი, წაგეყვანათ ადამიანი, ვისთან შეხვედრაზეც დიდი ხანია ოცნებობდით, მეორედ ან მოგეცემოდათ, ან არა.

200 პრეტენდენტიდან მხოლოდ ერთ კანდიდატს ჰქონდა ისეთი პასუხი, რომელმაც მას სამსახური უპირობოდ მიაღებინა. მისი პასუხი კი ასეთი იყო: “მე მივცემდი ჩემი მანქანის გასაღებს ძველ მეგობარს, რომელმაც სიკვდილისგან მიხსნა და ვთხოვდი, წაეყვანა მოხუცი ექიმთან. თავად კი დავრჩებოდი ჩემი ოცნების გოგოსთან”.

ხანდახან არასტანდარტული და შემოქმედებითი აზროვნება ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან გვიხსნის.

FB კომენტარები

კომენტარი