ტელესკოპმა კოსმოსში ღვთის სასუფეველი აღმოაჩინა (ვიდეო)

 

1994 წელს კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჰაბლმა“ კოსმოსში მცურავი გიგანტური ობიექტი დააფიქსირა, რომელიც, მეცნიერების მტკიცებით, ხელოვნური წარმოშობის იყო. ნასას წარმომადგენლებმა ობიექტს „ღვთის სასუფეველი“ დაარქვეს. აშშ-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ეს ინფორმაცია საიდუმლოდ შეენახა. თუმცა ინფორმაციამ მედიაში გაჟონა.


საინტერესო ობიექტი
1994 წლის დეკემბერში ნასა-მ „ჰაბლიდან“ ახალი სურათები მიიღო. ასტროფიზიკოსების ყურადღება ფოტოზე გამოსახულმა ღრუბლისმაგვარმა ლაქამ მიიპყრო. ამ ამოუხსნელი ობიექტის სურათზე გამოჩენა არც ტექნიკური ხარვეზით და არც ოპტიკური ეფექტით არ აიხსნებოდა. კოსმოსში გაჩენილი საინტერესო ლაქა „ჰაბლმა“ კიდევ ერთხელ, უფრო მაღალი რეზოლუციით გადაიღო.

ახალ ფოტოებზე მეცნიერებმა მკაფიოდ დაინახეს მოციმციმე კონსტრუქცია, რომელიც იმდენად სწორი და სიმეტრიული სტრუქტურის იყო, რომ ნასა-მ გამორიცხა, ობიექტის ბუნებრივი წარმოშობა. ობიექტის ზომებზე საუბარი რთულია. ისეთი ტერმინები, როგორებიცაა „გიგანტური“ ან „უდიდესი“ ვერ გამოხატავენ „ღვთის სამყოფელის“ მასშტაბებს, რადგან ამოუცნობი ობიექტი მილიარდობით კილომეტრზე არის გადაჭიმული. ჩვენი პლანეტა მხოლოდ ქვიშის ნაწილაკი იქნებოდა ამ „ქალაქის“ ერთ უბანში. გაოგნებულმა ასტროფიზიკოსებმა ობიექტს „ქალაქი“ უწოდეს, რომელსაც „ღვთის სამყოფელად“ მოიხსენიებდნენ. ჯერ კიდევ მაშინ ვერავინ ხვდებოდა, რამდენად სწორი და ზუსტი იყო ეს შეფასება.
„ღვთის სასუფევლის“ სიურპრიზი  ობიექტის შესწავლის პროცესში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის გალაქტიკასთან ერთად დედამიწის გასწვრივ მოძრაობდა. ეს ფაქტი „დიდი აფეთქების თეორიას“ სრულებით შეესაბამება. თეორიის თანახმად, მილიონობით წლის წინ მომხდარი უზარმაზარი აფეთქების გამო, რამდენიმე გალაქტიკამ სხვადასხვა მიმართულებით დაიწყო მოძრაობა.

თუმცა, როდესაც მეცნიერებმა სამყაროს ამ ნაწილის სამგანზომილებიანი მოდელის აგება დაიწყეს, მათ სიურპრიზი დახვდათ. ჩვენი და ყველა სხვა გალაქტიკა „ღვთის სამყოფელის“ გარშემო მოძრაობს, თავად „ქალაქი“ კი ერთ წერტილში დგას, სწორედ იმ წერტილში, საიდანაც ყველაფერი მიფრინავს. ანუ, „ღვთის სასუფეველი“ თავად არის სამყაროს ცენტრი და ყველა გალაქტიკა მის ირგვლივ მოძრაობს.


ინფორმაციის გასაიდუმლოება
კოსმოსში აღმოჩენილი უცნაური ტექნოგენური ობიექტის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მომენტალურად მიაწოდეს აშშ-ს პრეზიდენტ ბილ კლინტონს და ვიცე-პრეზიდენტ ალბერ ჰორს. მათ მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ინფორმაცია გასაიდუმლოებულიყო, თუმცა უკვე გვიან იყო. „ჰაბლის“ მიერ გადაღებული ფოტოები ავტომატურად იტვირთებოდა ნასა-ს საიტზე. სერვერიდან ინფორმაციის წაშლამდე, სურათები ასტრონომიული ლაბორატორიების ნაწილმა გადმოიწერა. 1995 წლის დასაწყისში კი, გერმანულმა სამეცნიერო ჟურნალმა „ჰაბლის“ მიერ დაფიქსირებული „ღვთის სამყოფელის“ შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

წყარო:interesbook.ru

კომენტარები

სხვა სიახლეები