ტელესერიალების მსახიობი ვილიამ ლევი ფილმ „ბოროტების სავანეში“ (ფოტო, ვიდეო)

186
SHARE

ვილიამ ლევი – მსახიობი, რომელსაც ადვილად შეუძლია მიიპყროს ყველას ყურადღება თავისი გარეგნობით. ზომიერად მხიარული და ზომიერად სერიოზული – ეს ამერიკელი მსახიობი ვილიამია. მან ფილმ „ბოროტების სავანის“ ბოლო ნაწილში მიიღო მონაწილეობა, რაც მისთვის დიდი გამოწვევა იყო. ყოველივე ამისთვის ლევი მადლობელი უნდა იყოს კლინტის, რომელმაც თქვა, რომ ვილიამ ლევი აუცულებლად უნდა ყოფილიყო ამ ფილმში.
ვილიამი მსახიობების გუნდს შეუერთდა, როგორც ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი – ქრისტიანი, რომელიც გუნდის ლიდერია და მილა იოვოვიჩთან ერთად უწევს თამაში. მისივე თქმით, ეს პერსონა ძლიერია, არ ენდობა არავის, ისვრის პირველი და პასუხს მოგვიანებით სცემს მოწინააღმდეგეს.
ვილიამთვის გადასაღებ მოედანზესაკმაოდ უჩვეულო სიტუაცია იყო, მას არასდროს ჰქონია შანსი, ესროლა ისეთი კაცისთვის, როგორიც ზომბია. გარდა ამისა, გარკვეული სიძნელეები ახლდა გადაღების პროცესს, გამუდმებით სირბილი, რომლსაც ბოლო არ უჩანდა, დამღლელი იყო. ღამის სამ საათზე შავ ტბაში სცენის გადაღებაც, რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც ვერაფერს ხედავ.
ფილმის რეჟისორი პაულ ანდერსონი კი საინტერესო სერიას გვპირდება. თუმცა სანამ ვილიამის კარიერა ჰოლივუდში გაგრძელდებოდა, მანამდე ის წარმატებული მოდელი და ტელესერიალების მსახიობი იყო. ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული რეალითი შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“.
„ მე იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყანა მომცემს დიდ შანსს, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო და გარკვეული გამოცდილება მივიღო“, -ამბობს ლევი.
მისივე თქმით, ფილმი შექმნილია მაყურებლის ყველა კატეგორიისთვის, სადაც მონაწილეობს ინტერნაციონალური მსახიობთა დასი. ზოგიერთი მათგანი კორეელია, ზოგიც – იაპონელი, ზოგი – ინგლისელი, კუბელი, ავსტრალიელი და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, საკმაოდ ნიჭიერი გუნდი მუშაობდა ფილმის შესაქმნელად. თვითონ ვილიამსაც საინტერესო წარმომავლობა აქვს, ბაბუა კუბიდან იყო, ბებია კი ესპანეთიდან.

FB კომენტარები

კომენტარი